ახალი iPad?
“უოლ სტრიტ ჯორნელის” ცნობით, ეპლმა უკვე დაიწყო iPad 2-ის მასიური წარმოება. მას ტრადიციულად ეპლის პარტნიორი ჩინეთში, კომპანია FOXCONN აწყობს. ახალ აიპედს ექნება უფრო სწრაფი პროცესორი და კამერა, ამბობს ჟურნალის ანონიმური წყარო. iPad 2 იქნება უფრო თხელი წინა მოდელთან შედარებით, ექნება მინიმუმ ერთი კამერა ვიდეო-ზარებისთვის, მეტი მეხსიერება და ასევე გაუმჯობესებული გრაფიკული პროცესორი.