სიახლეები

მსოფლიოში ყოველი მეორე ყურსასმენი — AirPods

247views

2018 წლის ბოლო კვარტალში, AirPods-მა უკაბელო ყურსასმენების ბაზრის 60% დაიპყრო. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს შთამბეჭდავი შედეგი ორი ფაქტორის დამსახურებაა. კონკურენცია სხვა მწარმოებლების იმავე ფასის დიაპაზონში და Apple-ის მეორე თაობის ყურსასმენის მოლოდინი.

Apple-ის AirPods-ის შემდეგ, ყველაზე გაყიდვადი ყურსასმენების ნუსხაში, მხოლოდ პრემიუმ მოდელებია, რომლებიც 150-200$ ღირს. Jabra Elite Active 65t, Samsung Gear IconX და Bose SoundSport Free.

2018 წლის მეოთხე კვარტალში, უსადენო ყურსასმენების გლობალური ბაზარი 12,5 მილიონი ერთეული იყო, ნათქვამია Counterpoint Research-ის ანგარიშში. ჩრდილოეთ ამერიკა გახდა ყველაზე დიდი ბაზარი, რომელმაც მთლიანი გაყიდვების 24% შეადგინა. შემდეგ მოყვა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩინეთი და შემდეგ ევროპა.

შეგახსენებთ, რომ AirPods-ი Apple-მა პირველად 2016 წელს წარმოგვდგინა. ახლახანს, 1 კვირის წინ კი მეორე თაობა მივიღეთ. განახლებულმა მოდელმა ახალი პროცესორი, უკაბელო დატენვის ფუნქცია და “Hey Siri”-ს მხარდაჭერა მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის ბლოგი: https://www.instagram.com/gemug/

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი