სიახლეები

როგორ შეამცირა iPhone-ის გაყიდვები, ფასების შემცირებამ –– დეტალურად სტატიაში

718views

იანვრის დასაწყისში, რამოდენიმე ავტორიტეტულმა ჩინურმა გადამყიდველმა კომპანიამ, Apple-ის პროდუქციაზე ფასები შეამცირა. ფასდაკლება უმნიშვნელო იყო –– საშუალოდ 50-60 დოლარი. ამავე დროს, Apple Store-ებში რა თქმა უნდა ფასი უცვლელი იყო. შეუძლია Apple-ს ამ გზით დამატებითი მყიდველების მოზიდვა? UBS-ის ანალიტიკოსები მზად არიან პასუხები გაგვცენ.

ექსპერტების აზრით, ახალ მოდელებზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ფასდაკლებას პრაქტიკულად არ უმოქმედია. ამის საპირისპიროდ –– 2019 წლის იანვარში, ჩინეთში გაყიდვები 18%-ით დაეცა.

ფასების კორექტირებას, ჯერჯერობით, iPhone-ის გაყიდვებზე გავლენა არ ჰქონია.

UBS-ის ანალიტიკოსები

ამავე დროს, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ თებერვალსა და მარტში, დღესასწაულების წინ, მაინც არის მყიდველის რაოდენობის გაზრდის შანსი.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ტიმ კუკმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანიის პროდუქციის ფასების პოლიტიკაზე აუცილებლად გადაიხედებოდა.

კომპანია ფასების შეცვლას, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, ინდივიდუალურად დაწესებას აპირებს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი