სიახლეები

AirPods 2-ზე და AirPower-ზე ახალი დეტალები გავიგეთ

759views

ყველა Apple-ის გულშემატკივარი ახლა მარტის ღონისძიებას ველოდებით, სადაც კომპანიამ შესაძლოა iPod touch-ი, iPad 9.7 და iPad mini წარმოგვიდგინოს. როგორც ჩინური საინფორმაციო წყარო MySmartPrice-ი იტყობინება, მარტის პრეზენტაციაზე ახალი AirPods 2 და AirPower-ი უნდა ვიხილოთ. კომპანიის მომხმარებლებმა ჯერ კიდევ წინა წელს გაიგეს AirPower-ის შესახებ, რომლის გამოსვლასაც 2019 წლის დასაწყისში ელოდნენ. ამიტომ ეს სიახლე არ იქნება.

თუ MySmartPrice-ს დავუჯერებთ, AirPower-ი ვიზუალურად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს 2018 წელის სექტემბერში გვიჩვენეს. უპირველეს ყოვლისა, ახალი დამტენი უფრო გასქელებული იქნება, ვიდრე ფოტოებში ჩანდა. აქსესუარის ზომის ზრდა მის შიგნით განხორციელებულმა ტექნიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია. როგორც ჩანს, ამის გაკეთება აუცილებელი იყო, რადგან მისი შესაძლებლობები გაუმჯობესებულიყო.

AirPods 2-ის ფასი

რაც შეეხება მეორე თაობის ყურსასმენებს, გარდა ჯამრთელობის მონიტორინგის სენსორებისა, შესაძლოა მას რადიკალურად განსხვავებული დიზაინის დებიუტი ჰქონდეს. იგი უფრო მოდიფიცირებული იქნება და ყურში უფრო მჭიდროდ განთავსებას შეძლებს. გაუმჯობესდება ბასი და შემცირდება გარედან შემოსული ხმაური. როგორც ცნობილია, AirPods 2-ი ახალ ფერშიც უნდა ვიხილოთ: თეთრი და შავი მოდელები.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ყურსასმენი ბევრ ინოვაციურ განახლებას მოაგროვებს, უნდა ველოდოთ მისი ფასის ზრდასაც ($199).

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი