სიახლეები

გამოვიდა iOS 12.1.4 — გამოსწორებულია FaceTime-ის ხარვეზი

740views

როგორც ვთქვით, Apple-მა ამ კვირაში iOS-ის ახალი ვერსია დაუგეგმავად გამოუშვა. მისი გამოშვება iOS 12.2 beta-ს რელიზებს შორის მოხდა. განახლება არის გადაუდებელი და მიზნად ისახავს FaceTime-ის სერვისში ნაპოვნი შეცდომის გამოსწორებას. არსებული ხარვეზის გამო, მაშინაც კი თუ თქვენ გადაწყვეტდით, რომ ზარისთვის არ გეპასუხათ, ისინი შეძლებდნენ თქვენს მოსმენას. iOS 12.1.4 უკვე ხელმისაწვდომია ყველა თავსებადი მოწყობილობის მფლობელებისთვის. მისი გადმოწერა შესაძლებელია როგორც WiFi-ს, ასევე კომპუტერიდან — iTunes-ის საშუალებით.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი