მიმოხილვასიახლეები

AirPods-ის გამოსვლიდან 2 წელი გავიდა –– საუკეთესო უკაბელო ყურსასმენი?

1.34Kviews

2016 წლის სექტემბერში, ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პირველი უკაბელო ყურსასმენები წარმოგვიდგინა –– AirPods. Apple-ის ახალი პროდუქტი გაყიდვაში იმავე წელს, პრეზენტაციიდან 2 თვეში, დეკემბერში ჩაეშვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენების ბაზარზე უკვე ამ დროისთვის უამრავი მოწყობილობა იყო, Apple-ის AirPods-მა განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია, რომელი ხმაურიც დადებით შთაბეჭდილებებში გამოიხატებოდა.

მისი ფასის მიუხედავად, მომხმარებლები არ შეშინდნენ და იგი იანვრის თვეში უკვე დეფიციტში იყო. მაღალი მოთხოვნის გამო, ბევრ მომხმარებლებს შეძენის შემდეგ 4 კვირიანი ლოდინიც მოუწიათ.

ამ ყურსასმენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ მისი ყურით ტარება მთელი დღის განმავლობაში მარტივად შესაძლებელია –– ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. მისი დიზაინი მარტივად და გენიალურად არის შესრულებული.

ჩემი აზრით, უკაბელო ყურსასმენების ინდუსტრიაში, AirPods-ის დამუხტვის კომპონენტი, ყველაზე წარმატებული გამოვიდა.

მინუსები

როდესაც ჩვენ iPhone-ს, iPad-ს, Apple Watch-ს და MacBook-ს ვიყენებთ, ცოტა დისკომფორტი გვექმნება მოწყობილობებს შორის გადართვა-გადმორთვაში, ის არ არის ისეთი გლუვი, როგორიც ჩვენ გვსურს. ხმის წყაროს, ყოველ ჯერზე ხელახლა სჭირდება გადართვა.

დასკვნა

ყურსასმენი დღესაც ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც ეს 2 წლის წინ იყო. მისი ერთადერთი განსხვავება არის აკუმულატორის კუთხით, რაც მისი მინიმალური დეგრადაციით გამოიხატება. იმის ნაცვლად, რომ 2 წლის წინ თქვენ 5 საათით უსმენდით გადაბმულად, ახლა 3 საათი მოგიწევთ. რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია.

AirPods-ი დღემდე დიდი პროდუქტია. თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი AirPods-ის გამოსვლის შემდეგ, პირველი ვერსია კვლავ გაყიდვადი იქნება.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი