სიახლეები

სამომავლო iPhone-ების კამერების ძირითადი მახასიათებლები

668views

Apple-ი მართლაც განიხილავს სამმაგი კამერიანი iPhone 11 Max-ის გამოშვებას — იტყობინება Bloomberg-ი. ჟურნალისტების აზრით, ასეთი ობიექტივი Apple-ის სმარტფონს მის კონკურენტებზე უდავო უპირატესობის საშუალებას მისცემს. iPhone-ის გადაღების ხარისხი, სხვა კომპანიებისთვის მიუწვდომელი შედეგი გახდება.

გავიგოთ, თუ რატომ არის მესამე კამერა საჭირო

ბლუმბერგის მიხედვით, სამმაგ კამერას მხოლოდ 1 მოდელი, 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული iPhone-ი მიიღებს. რა მიზანს ემსახურება კამერების ასეთი განლაგება?

  • დამატებითი ლინზები საშუალებას მისცემს კამერებს გაცილებით მეტი ობიექტი გადაიღონ, რათა გაიზარდონ ნახვის კუთხე. გარდა ამისა, იქნება სამმაგი ოპტიკური ზუმის შესაძლებლობა;
  • გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ი მუშაობს Live Photo-ს გაუმჯობესებულ ვერსიაზე, რომელშიც მესამე კამერა აქტიურად ჩაერთვება;
  • სხვა საკითხებთან ერთად, კამერების მზგავსი განლაგება, დადებით წვლილს შეიტანს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიაში;

2020 წლისთვის Apple-ს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, კომპანია გეგმავს 3D კამერების ჩართვას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ობიექტების შესახებ ინფორმაცია, რომელზეც კამერა იქნება მომართული.

თეორიულად ასეთმა კამერამ უნდა გააძლიეროს პორტრეტის რეჟიმის გადაღება — ხარისხი და სიღრმე. ჩვენი საყვარელი კომპანია მომწოდებლებთან მოლაპარაკებს უკვე აწარმოებს და სავარაუდოა, რომ ერთ წელიწადში ვნახავთ რეალურ რევოლუციებს მობილურ კამერებში.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი