სიახლეები

Apple-ი ისევ აღიარეს — ის ყველაზე ღირებული კომპანიაა!

281views

ავტორიტეტული გამოცემის Fortune-ს თანახმად — Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანიაა. აღსანიშნავია რომ კომპანია ამ ადგილს, უკვე 12 წელია ინარჩუნებს. ამდენი წლის განმავლობაში, ვერ შეძლეს გადასწრება ისეთმა გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორებიც არიან: Google, Microsoft-ი და Amazon-ი. თუმცა, ეს მათ ხელს არ უშლის, რომ სხვა კომპინენტებში წამყვანი პოზიციები დაიკავონ.

NEW YORK, NY – DECEMBER 24, 2016 : People look at watches at an Apple store on Fifth Ave. on December 24, 2016 in New York City. Last-minute shoppers hit the stores the day before Christmas. (Photo by Stephanie Keith/Getty Images)

Fortune-ს იმისთვის, რომ გამოველინა ყველაზე პატივსაცემი კომპანია, საკმაოდ დიდი შრომა დაჭირდა. ექსპერტები კვლევების დროს, ითვალისწინებდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც ძალიან შრომატევადი საქმეა. მათ მხედველებოაში იყო: პერსონალური მენეჯმენტი, ინოვაციები, სოციალური პასუხისმგებლობა, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შეგრძნება, საქონლისა და მომსახურების ხარისხი, კორპორატიული აქტივობები და ფინანსური მდგომარეობა.

რეიტინგის მეორე ადგილი კომპანია Amazon-ს უკავია, იგი ცნობილია როგორც მსოფლიოს უდიდესი ონლაინ მაღაზია. შემდეგი სიაში Berkshire Hathaway-ა, ამერიკული ჰოლდინგ კომპანია. ტოპ 3 კომპანიის შემდეგ, Walt Disney-ა პირველი, ლიდერი გართობის ინდუსტრიაში.

სიაში Apple-თან ერთად არიან სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც. მაგალითად, Microsoft-ი მე-6 ადგილს იკავებს. ასევე, კომპანია Alphabet-ი, რომელიც იგივე Google-ია, მე-7 ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, Facebook-ი, რომელიც სტაბილურად ყოველთვის ტოპ 10-ში შედიოდა, წელს სიიდან საერთოდ ამოვარდა.

Fortune-ს გამოცემის მიხედვით, ყველაზე ღირებული კომპანიების სრული სია ასეთია:

1. Apple

2. Amazon

3. Berkshire Hathaway

4. Walt Disney

5. Starbucks

6. Microsoft

7. Alphabet

8. Netflix

9. JP Morgan Chase

10. FedEx

წყარო: Fortune

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოში ეფლის მომხმარებელთა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი