სიახლეები

Apple-მა iPhone XR-ის დარეკლამება დაიწყო

331views

მიუხედავად Apple-ის ხელმძღვანელების თამამი განცხადებებისა, იმის შესახებ რომ iPhone Xr მაღალი პოპულარობით სარგებლობს, კომპანია მის დარეკლამებას არასტანდარტული გზებით მაინც აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად კომპანია ძველი iPhone-ის მომხმარებლებს ელექტრონულ მისამართზე მათთვის ხელსაყრელ შეთავაზებებს უგზავნის.

რატომ გადადგა კომპანიამ ეს ნაბიჯი თუ მისი გაყიდვები ნამდვილად პროდუქტიული იყო?

ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ, აგრესიული და აქტიური სარეკლამო კამპანია iPhone-ის პოპულარიზაციის მიზნით დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. Apple-მა მოთხოვნის გაზრდისთვის გამოიყენა თითქმის ყველა სტიმულირების მეთოდი. დაწყებული “უვნებელი” რეკლამებით Apple Store-ში და დამთავრებული Pushy Push შეტყობინებებით. ეს არის რეალური ფაქტი, რომ Apple-ისგან მსგავსი რამ არ ყოფილა.

როგორც მივხვდით, მსოფლიოს მასშტაბით, სარეკლამო წერილები პირველ რიგში ძველი მოწყობილობების მომხმარებლებს მიუვიდათ — 6 და 6 Plus.

კომპანია თავის წერილში მიუთითებს iPhone XR-ის არსებულ უპირატესობებზე მიმდინარე მომხმაებლის მოდელთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესორის მუშაობასა და სისწრაფეს, სურათების მაღალ ხარისხსა და განვითარებულ Face ID-ზე.

ამავე დროს, Apple-ი მომხმარებლებს სთავაზობს გაცვლით პროგრამას, რის მიხედვითაც მათ შეუძლიათ თავიანთი ძველი iPhone დააბრუნონ და iPhone Xr-ის ფასი 200 დოლარით შემცირდება.

ამდენად, iPhone XR- ის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება 549 დოლარამდე შემცირდეს.

ორი აზრი არ არის, რომ ასეთი მარკეტინგი ნაყოფიერია, მაგრამ სად არის Apple-ი, რომლის პროდუქციაც არასდროს არ საჭიროებს რეკლამას? ეს კითხვა უპასუხოდ რჩება.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოში ეფლის მომხმარებელთა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი