სიახლეები

Apple-ი კომპანიების სამეულში აღარ არის — რა ხდება რეალურად? (ანალიზი)

509views

როგორც გახსოვთ, 2018 წლის პირველ აგვისტოს, Apple-ი პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ის მსოფლიოს ისტორიაში პირველი კომპანია გახდა ამ მაჩვენებლით. იმ დროისთვის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 232 დოლარი იყო, მას შემდეგ კი მისი ღირებულება უწყვეტად ეცემა. ნოემბრის ბოლოს ეფლი 812 მილიარდი დოლარი ღირდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი Microsoft-ს დაუთმო. 2019 წლის დასაწყისში კაპიტალიზაცია 700 მილიარდამდე შემცირდა და Apple-ი თავისი ღირებულებით დღეს მეოთხე კომპანიაა. მას Amazon-მა და Alphabet-მა (Google).

მიზეზები

— აქციების ძალიან მკვეთრი ზრდა წინა კვარტლებში. ის ჰგავდა „საპნის ბუშტს“, რომელიც გასკდებოდა.

— აშშ-ის სავაჭრო ომი ჩინეთთან. Apple-ი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებს, შესაბამისად, მისი პროდუქცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს სიაში, რომელზეც დამატებითი სანქციები გავრცელდება.

— დოლარის გამყარება. რაც უფრო მაღალია ამერიკული ვალუტის ღირებულება, მით ნაკლებ შემოსავალს (დოლარში) იღებს Apple-ი უცხოეთში გაყიდვებიდან.

— ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება. ეს ამცირებს Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნას.

ამას გარდა, პრობლემები შეინიშნება კომპანიის სხვა კომპონენტებში, რასთან დაკავშირებითაც ტიმ კუკმა ისაუბრა: სტატია იხილეთ

დონალდ ტრამპის როლი

საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიის შესახებ კითხვებს აშშ-ის პრეზიდენტს უსვამენ. ის სიტყვიერად მხარს უჭერს ტიმ კუკს და Apple-ს. იანვრის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ Apple-ი „შესანიშნავი კომპანიაა“ და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს კორპორაციის აქციები ასობით პროცენტით გაიზარდა.

სინამდვილეში, Apple-ის აქციების ფასი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მხოლოდ 20%-ით გაიზარდა. ბოლო თვეების ვარდნის გათვალისწინების გარეშეც, ზრდა 90%-ს შეადგენს, მაგრამ არა ასობით პროცენტს.

გარდა ამისა, ტრამპის მხარდაჭერით Apple-ს შეიძლება ახალი პრობლემები შეექმნას, რადგან პრეზიდენტი მუდმივად აცხადებს, რომ კომპანიამ თავისი წარმოება ჩინეთიდან აშშ-ში უნდა დააბრუნოს. იანვრის დასაწყისში ტრამპმა იგივე გაიმეორა.

შედეგები

მიუხედავად ხმაურიანი ამბებისა, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მათ შორის ორგანიზაცია გემუგის, დარწმუნებულნი არიან, რომ კომპანიას არაფერი ემუქრება. ანალიტიკოსების 49% ძველებურად ურჩევს მსურველებს Apple-ის აქციების შეძენას, დანარჩენი 51% – არსებულის შენარჩუნებას და არც ერთი გაყიდვას.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი