სიახლეები

ტიმ კუკის მიმართვა Apple-ის აქციონერებს

542views

Apple-მა ერთგვარად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა — კომპანიამ გამოაქვეყნა გენერალური დირექტორის წერილი აქციონერებისადმი, რომელშიც მოგვითხრო ბოლო კვარტლის მოსალოდნელი ფინანსური შედეგების შესახებ. საკმაოდ უცნაური ნაბიჯია, ვ ინაიდან კომპანია იძლებული გახდა განეცხადებინა, რომ მისი პროგნოზი, რომელიც მან დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა, არ გამართლდა. კომპანია ელოდებოდა ამონაგებს 89-დან 93 მილიარდ დოლარამდე. თუმცა რეალურად მხოლოდ 84 მილიარდი მიიღო (ერთი წლით ადრე მან იგივე პერიოდში მეტი შემოსავალი ნახა, 88.3 მილიარდი დოლარი). როგორც ჩანს, ამ განცხადების გაკეთება სავალდებულო გახდა იურიდიული მოთხოვნების გათვალისწინებით — როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ში ძალიან უყვართ სასამართლოებში საქმის წარმოება და ეფლს არ აქვს სურვილი საბაბი მისცეს აქციონერებს.

სიახლეები, უდავოდ ცუდია — ვერაფერს იტყვი. ტიმ კუკი თავის წერილში ცდილობს ახსნას, რატომ მოხდა ასე. წერილი, როგორც ჩვენ მოგვეჩვენა, საკმაოდ რთულია. ამიტომ ვიტოვებთ უფლებას ვიფიქროთ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე ეს ჩანს. ამას საბოლოოდ მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ მრავალი ჭორი ეფლის მიერ მობილური ტეელფონების წარმოების შემცირების შესახებ მართალი აღმოჩნდა. თუმცა ეს კვარტალი კომპანიისათვის მაინც არ აღმოჩნდა ცუდი, „სულ რაღაც“ 84 მილიარდი დოლარი. მაგრამ ამას ხომ არა აქვს მნიშვნელობა მოკრიტიკე ჰეიტერებისათვის — მთავარია რომ ეფლი განწირულია!

ჩვენ შევეცადეთ წერილის ძირითადი მომენტები ამოგვეკითხა და თქვენთვის მოგვწეოდებინა მაქსიმალურად გასაგებად.

2 იანვარი 2019 წელი

Apple-ის აქციონერებს:

დღეს ჩვენ გადავხედეთ 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების პროგნოზს.

ახლა ჩვენ ველოდებით შემდეგ მაჩვენებლებს:

  • ამონაგები დაახლოებით 84 მლრდ დოლარი;
  • მოგება დაახლოებით 38%;
  • საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 8.7 მლრდ დოლარი;
  • სხვა ხარჯები დაახლოებით 550 მლნ დოლარი;
  • გადასახდი დაახლოებით 16.5%
  • აქციების რაოდენობა ბრუნვაში 4.77 მლრდ ცალი.

ამ შეფასებაზე დაყრდნობით ჩვენი ამონაგები ნაკლები იქნება, ვიდრე ადრინდელი პროგნოზი კვარტლის შედეგებზე. ხოლო დანარჩენი პარამეტრები დაახლოებით იგივე დარჩება.

როდესაც ჩვენ განვიხილავდით პირველი კვარტლის პროგნოზს 60 დღის წინ, ჩვენ ვიცოდით, რომ პირველი კვარტლის შედეგები იმოქმედებენ ეფლის მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. ჩვენს საუკეთესი შეფასებებზე დაყრდნობით, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მივიღებდით ამონაგების მცირე ზრდას გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. როგორც გახსოვთ, ჩვენ განვიხილავდით ოთხ ფაქტორს:

ჯერ ერთი, ჩვენ ვიცოდით, რომ iPhone-ების სხვადსხვა მოდელების გაყიდვაში გაშვების სხვადასხვა დრო იმოქმედებდა მაჩვენებლებზე გასულ წელთან შედარებით. ჩვენი ფლაგმანური მოდელები — iPhone XS და XS Max გაყიდვაში 2018 წლის მეოთხე კვარტალში გამოვიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს iPhone X 2018 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა გაყიდვაში, რის გამოც ის დროულად ჩაეშვა გაყიდვების არხებში და დეკემბრის გაყიდვებში. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შექმნიდა სირთულეებს 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებისას და აქ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდებოდით.

მეორეც, ჩვენ ვიცოდით, რომ ძლიერი დოლარი შექმნიდა პრობლემებს კურსთა სხვაობასთან დაკავშირებით და ველოდებოდით რომ ეს შეამცირებდა ჩვენს ამონაგებს დაახლოებით 200 საბაზისო პუნქტით, წინა წელთან შედარებით. ესეც მოხდა, ჩვენი მოლოდინების თანახმად.

მესამეც, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ გვექნებოდა ახალი პროდუქტების უპრეცენდენტო დიდი ოდენობა კვარტლის დასაწყისში და ველოდებოდით, რომ მიწოდების ლიმიტები შეზღუდავენ ჩვენს გაყიდვებს პირველ კვარტალში. და კვლავ, ეს მოხდა ჩვენი მოლოდინების მიხედვით. Apple Watch Series 4-ისა და iPad Pro-ს გაყიდვები შეზღუდული იყო თითქმის მთელი კვარტალი. ასევე შეზღუდული იყო AirPods-ისა და MacBook Air-ის გაყიდვები (აქ საუბარია იმაზე, რომ Apple ვერ ასწრებდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას და წარმოების საჭირო მოცულობვამდე გაზრდას).

მეოთხეც, ჩვენ ველოდებოდით ეკონომიკურ სისუსტეებს ზოგიერთ განვითარებად ბაზარზე. ამას გაცილებით ძლიერი ზემოქმედების უნარი აღმოაჩნდა, ვიდრე ჩვენ ამას ვვარაუდობდით. ამ და სხვა ფაქტორებმა აიფონის გაყიდვების შემცირებაზე იმოქმედა. რამაც გამოიწვია ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილება. ამ საკითხზე ცოტა უფრო დეტალურად მინდა ვისაუბრო.

სირთულეები განვითარებად ბაზრებზე

მიუღებელი ამონაგების დიდი ნაწილი და ჩინეთზე მოდის, სადაც მკვეთრად დაეცა iPhone-ის, iPad Pro-სა და Mac-ის გაყიდვები.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩინეთის ეკონომიკურ სფეროში დამატებითი პრობლემა გახდა დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან.

iPhone

ამონაგების შემცირება iPhone-იდან, ძირითადად ჩინეთში, პასუხს აგებს ამონაგების შემცირებაზე. სამაგიეროდ ყველაფერი, რაც არ არის iPhone — სერვისები, მაკი, აპედი გაიზარდა 19%-ით.

და თუმცა ჩინეთი და სხვა განვითარებადი ბაზრები პასუხს აგებენ ამონაგების ვარდნაზე, ზოგიერთ განვითარებულ ბაზარზე აგრეთვე მოხდა გაყიდვების ვარდნა.

მათალია მაკროეკონომიკური სირთულეები ზოგიერთ ბაზარზე ვარდნის ძირითადი მიზეზი იყო, ჩვენ ვთვლით, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც ძლიერი ზემოქმედება მოახდინეს აიფონის გაყიდვებზე — ნაკლები დოტაცია მობილური ოპერატორების მხრიდან, ძლიერი დოლარის გამო ფასების ზრდა.

დადებითი შედეგები დეკემბრის კვარტალში

აქტიური მოწყობილობების ბაზამ მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 100 მილიონი ერთეულით გაიზარდა ბოლო 12 თვის განმავლობაში

სერვისებმა მოიტანეს 10.8 მლრდ დოლარი ამონაგები ამ კვარტალში, რაც რეკორდული მაჩვენებელია ყოველ გეოგრაფიულ სეგმენტში და ჩვენ კვლავინდებურად ვგეგმავთ მივაღწიოთ ამ სეგმენტის გაორმაგებას 2020 წლისათვის.

ამონაგები ტარებადი ელექტრონიკის სეგმენტში თითქმის 50%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით, ვინაიდან Apple Watch და AirPods ძლიერ პოპულარული მოწყობილობები იყო მთელი წლის განმავლობაში. MacBook Air-ის და Mac mini-ს ახალი მოდელების გაშვებამ გამოიწვია ამონაგების ზრდა გასული წლის იგივე კავრტალთან შედარებით, ხოლო ახალი iPad Pro-მ ორნიშნა ამონაგებმზე გაგვიყვანა ისევ გასული წლის იგივე კვარტალთან შედარებით.

ჩვენ ასევე ველოდებით რეკორდი დავამყაროთ ამონაგებში ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, აშშ, კანადის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ჰოლანდიის და კორეის ჩათვლით. და მართალია ჩვენ პრობლემები გვაქვს განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, ზოგოერთ მათგანში ჩვენ ახალი რეკორდები დავამყარეთ: მექსიკაში, პოლონეთში, მალაზიაში და ვიეტნამში.

ჩვენი მოგება და ფულადი სახსრების მოძრაობა კვლავ ძლიერი რჩება და ჩვენ ველოდებით კვარტლის დასრულებას 130 მილიარდი სუფთა ფულადი მარაგით. როგორც ადრე უკვე განვაცხადეთ, ჩვენ ვგეგმავთ გავხდეთ კომპანია ნეიტრალური ფულის მარაგით.

აი, ასეთი არაერთგვაროვანი წერილი მივიღეთ კომპანიის გენერალური დირექტორისაგან. ბაზარი საკმაოდ რთული წარმონაქმნია და ძნელი სათქმელია, როგორ რეაქციას მივიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და მყისიერად მოგაწვდით ინფორმაციას.

Comments

comments

Leave a Response