მიმოხილვა

iPhone Xr-ის მიმოხილვა

ის საუკეთესო iPhone-ია 2018 წელს

342views

ეფლის მხრიდან სწორი მარკეტინგული სვლა იყო, როდესაც iPHone Xr არ გამოუშვა დანარჩენ ფლაგმანურ მოდელებთან ერთად. ქედს ვიხრი.

iPhone Xr ძალიან კარგი მოდელია. ვინც ცდუნებას გაუძელით და არ იყიდეთ iPhone Xs ან Max მოდელები მე მოგიყვებით, რატომ უნდა იყიდოთ iPhone Xr.

დღევანდელი სტატიის სპონსორია IStore • აისთორი • ეფლის ავტორიზებული რესეილერი. ამ კომპანიაზე და მის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო პროდუქტებზე სხვა სტატიებში კიდევ უფრო მეტს მოგითხრობთ.

აისთორმა სატესტოდ iPhone Xr-ის 64 გბაიტიანი მოდელი გადმომცა, მარჯნისფერი. სწორედ ის ფერი, რომელიც ძალიან მომწონს!

მოკლედ იმის შესახებ, თუ რითი განსხვავდება iPhone Xr Xs-ისაგან

მოდი თავდაპირველად ციფრებზე და სხვა სტატისტიკურ მონაცემებზე ვისაუბროთ. iPhone Xr-ით ერთი კვირის სარგებლობის  შემდეგ შემიძლია ჩამოთვალო რამოდენიმე ძირითადი განსხვავება.

1. iPhone X და iPhone Xs აქვთ OLED ეკრანი, ხოლო iPhone Xr-ს — LCD. რასაკვირველია შავი ფერი OLED-ზე უკეთ ჩანს, მაგრამ სხვა დანარჩენი პარქტიკულად იგივეა (რაც ნაკლებ მოსალოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის);

2. iPhone Xr-ს მხოლოდ ერთი, ფართო კუთხიანი კამერა აქვს, ხოლო X და Xs-ს — ორი კამერა, რაც მათ საშუალებას აძლევთ გადაიღონ ფოტოები ოპტიკური ზუმით და ფონის გაბუნდოვნება (Blur) შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ნებისმიერი ნივთისთვის, რაც კადრში მოხვდება.

3. iPhone Xr-ს ეჯრანის დიაგონალი უფრო მეტი აქვს (6.1 დუიმი), ვიდრე iPhone Xs-ს (5.8 დუიმი) და უფრო ნაკლები, ვიდრე iPhone Xs Max-ს (6.5 დუიმი). მაგრამ ეკრანის გარჩევადობა ჩამოუვრადება ფლაგმანურ მოდელებისას — 1792×828 პიქსელი, რაც კვადრატულ დუიმზე გვაძლევს 326 წერილს. iPhone X და Xs გარჩევადობა გაცილებით მაღალია, 2436×1125 პიქსელი, რაც ჯვადრატულ დუიმზე 458 პიქსელს გვაძლევს.

4. iPhone Xr-ის ეკრანის ჩარჩო უფრო სქელია, ვიდრე iPhone X-ისა და Xs-ის, რამდენიმე მილიმეტრით. თავიდან ეს მკვეთრად შესამჩნევია, მაგრამ ძალიან ადვილად ეგუები.

5. iPhone Xr უფრო სქელია (8.3 მმ) და უფრო მძიმე (194 გრ), ვიდრე iPhone X (7.7 მმ, 174 გრ) და iPhone Xs (7.7 მმ, 177 გრ). iPhone 8 Plus (7.5 მმ, 202) და iPhone Xs Max (7.7 მმ, 208 გრ) უფრო მძიმეა, მაგრამ უფრო თხელი.

6. iPhone Xr-ში ნაკლები მოცულობის აკუმულატორია (2942 მა/სთ), ვიდრე iPhone Xs Max-ში (3174 მა/სთ). მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე iPhone 8 Plus, iPhone X და Xs-ში: 2691 მა/სთ, 2716 მა/სთ და 2658 მა/სთ.

უძღები ფერების დაბრუნება

როდესაც მთელი წელი iPhone X-ით სარგებლობ და ეჩვევი ფოლადის ჩარჩოს, ალუმინის ჩარჩო ცოტა უცნაურ შეგრძნებას ტოვებს.

iPhone Xr ანოდირებული ალუმინის ჩარჩოთია აღჭურვილი, რომელიც შეფერილია კონკრეტული მოდელის ფერით. ლითონი გლუვია, არ ბრწყინავს და არ აქვს „ხასხასა“ ფერი, როგორც აპარატის უკანა, შუშის კედელს.

ფოლადისაგან განსხვავებით, ალუმინი ნაკლებად იფხაჭნება. სამაგიეროდ, უფრო ადვილად იღებს დეფორმაციას. ამით სხვაობა დასრულებულია.

ტაქტილური შეგრძნებებით ფოლადი უფრო სასიამოვნოა, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ, ვის როგორ. ათი წელია აიფონები ალუმინისგან მზადეება და არავის გამოუთქვამს ამაზე პრეტენზია. კიდევ კარგი პლასტმასს შეეშვა ეფლი 5c-ს შემდეგ.

ჩარჩოს თემა რომ ამოვწუროთ, ვიტყვი, რომ სიმ ბარათის ჩასადები სლოტი კორპუსის ქვედა ნაწილშია გადატანილი, რაც პირველად მოხდა აიფონის შემთხვევაში.

საუკეთესო ფერი — ის რომელიც შენ გიყვარს

ჩემი მოსაზრებით iPhone Xr-ისთვის საუკეთესო ფერი — მარჯნისფერია. ის ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია. მაგრამ ჩემს ნაცნობებს შორის აზრები მკვეთრად გაიყო. ძირითადად საქართველოში შავი ფერის მოდელები მოსწონთ, სამწუხაროდ. ნაცნობმა გოგონებმა თეთრი ფერი არჩიეს. და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი შეეძინა ლურჯი, ყვითელი, ან მარჯნისფერი მოდელები.

მოკლედ, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ „კაცმა ფერადი ტელეფონი როგორ უნდა ატაროს“, მაშინ კლასიკური შავი და თეთრი ფერები iPhone Xr-ს აქვს. დანარჩენებმა შეგვიძლია ავარჩიოთ ფერი ჩვენი სურვილის მიხედვით. მე ყვითელიც მომწონს, ლურჯიც და რასაკვირველია მარჯნისფერი!

კიდევ ერთი მომენტი. სანამ აიფონი მინიმალური ჩარჩოებით გამოვიდოდა, ტელეფონის წინა პანელის ფერი ყოველთვის უტყუარად გვიჩვენებდა მოდელის კორპუსის ფერს. შავ მოდელს შავი წინა პანელი ქონდა, თეთრს — თეთრი. ახლა iPhone Xr-ში ყველა მოდელს წინა, წვრილი ჩარჩო შავი ფერის აქვს.

კიდევ ფერებს რაც შეეხება. ნუ იმჯელებთ iPhone Xr-ის ფერებზე ინტერნეტში ნანახი, თუნდაც საუკეთესო ფოტოებით. მიდით მაღაზიაში, კარგად დაათვალიერეთ. ნახავთ, რომ ფერები უფრო ხასხასაა და უფრო „გემრიელი“, ვიდრე ეს ფოტოზე ჩანს.

ზომა-წონა საკამათო თემაა

როდესაც ეფლმა წარმოადგინა iPhone Xs Max, ეს ფაქტი არავის გაჰკვირვებია. დიდი ზომის iPhone X-ის წარმოება ლოგიკურად ვიწინასწარმეტყველეთ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. უბრალოდ შეუძებელი იყო, რომ ეფლს არ გამოეშვა მაქს მოდელი. მაგრამ ის, რომ სექტემბრის ღონისძიებაზე წარმოგვიდგინეს ოდნავ მომცრო მოდელი, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი.

ახლა ცხადია, რომ კუპერტინოს აღარ ეშინია ექსპერიმენტების. სტივის ეპოქა უკვე დიდი ხანია დასრულდა, კარგია ეს თუ არა. და iPhone Xr ამის პირდაპირი მაგალითია. ის iPhone X-სა და iPhone Xs Max-ს შორის აკურატულად ჩაჯდა.

ტაქტილური შეგრძნებებით, iPhone Xr უფრო ახლოს დგას მაქს მოდელთან. iPhone Xs მაინც „პატარა“ ტელეფონად უნდა ჩავთვალოთ (რას ვიფიქრებდი 2010 წელს, ამას რომ დავწერდი, როდესაც iPhone 4 შევიძინე). iPhone Xr დიდი ტელეფონია, წინასწარ გაითვალისწინეთ ეს ფაქტი. და ცალი ხელით მისი მართვა არც ისე მარტივია.

ასევე სარგძნობია გაზრდილი წონაც. ტელეფონი მძიმეა აშკარად. და ეს ძალიან კარგია! ჩემი iPhone 6-ის ბუმბულის წონის შემდეგ, iPhone Xr ხელში სასიამოვნოდ შეიგრძნობა. აშკარად ხვდები, რომ ხელში სერიოზული ნივთი გიჭირავს და არა რამე სათამაშო.

თუმცა, iPhone Xr უფრო მოსახერხებელია, ვიდრე iPhone Xs Max. ეს უკანასკნელი ცოტაც და ლოგიკას შეიძება გასცდეს. ზოგიერთი მომხმარებელი ჩივის, რომ მაქსის ზედა ნაწილი ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე ქვედა და ამის გამო ტელეფონი წინ იხრება, როცა ცალი ხელით გიჭირავს. ასეა, თუ არა, ამაზე მე ორიოდე კვირის მერე მოგიყვებით, როდესაც მაქსის მიმოხილვას დავწერ (კი, ვიცი, რომ არალოგიკურია ასეთი თანმიმდევრობა, მაგრამ ამას ვერსად გავექცევით).

ჰო, ეს ყველაზე „ბუთხუზა“ აიფონია, რაც კი მქონია. სამაგიეროდ მისი ხელში დაჭერა გაცილებით უფრო ადვილია.

რამდენი წელი ვიძახდი, რომ სმარტფონების დათხელების ტრენდი მცდარი მიმართულება იყო. და აი, როგორც იქნა კორპორაციებმაც გაიგეს ეს. მოკლედ, ერგონომიული თვალსაზრისით iPhone Xr-ს ბადალი არ ყავს.

თუკი Plus სერიის iPhone-ები თქვენთვის დიდი იყო, iPhone Xr არ იქნება თქვენთვის მოსახერხებელი. კვლავაც, ამ ზომის ტელეფონთან ორივე ხელით უნდა იმუშაოთ. ცალი ხელით გაგიჭირდებათ, მაგრამ ვისაც Max ეძვირება, ხოლო დიდი ზომის ტელეფონი ძალიან უნდა, მაშინ iPhone Xr იდეალური არჩევანია.

და კორპუსის სისქე დამატებითი პლიუსია ამ მოდელისათვის.

ეკრანი არის კარგი. წერტილი

რამდენი ბოღმა ანთხიეს ფორუმებზე iPhone Xr-ის ეკრანთან დაკავშირებით, სანამ ის გაყიდვაში გამოვიდოდა. თუმცა ამ ჰეიტერების გაგებაც შეიძლება. 2018 წელს ეკრანი, რომელიც HD Ready სტანდარტში ხვდება (Full HD-იც კი არა) — მინიმუმ ძალიან უცნაურია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.

iPhone Xr-ის ეკრანი თხევადკრისტალურია, LCD (როგორც iPhone 8-ში და უფრო ადრინდელებში) და არა OLED (როგორც X/Xs/Xs Max-ში). ეფლმა პირველმა შეძლო გამოეშვა ნომინალურად უჩარჩო ეკრანი LCD-მატრიცაზე, რის გამოც 3D Touch-ის შესწირა. ხოლო ასტრონომიული ფასის თავიდან ასაცილებლად გარჩევადობა დაწია.

iPhone Xr-ის გარჩევადობა უფრო ნაკლებია, ვიდრე iPhone X-ის და Plus მოდელების: 1792×828 პიქსელი.

არაჩვეულებრივად ცოტაა. მაგალითად, Full HD-ისათვის ეკრანის გარჩევადობა 1920×1080 უნდა იყოს. iPhone X/Xs-ის გარჩევადობა კარგია (2436×1125), iPhone Plus-ის (1920×1080) საერთოდ იდეალურია. iPhone Xr-ს ესეც კი არა აქვს.

მაგრამ მიხედავად ამისა, პიქსელების ოდენობა კვადრატულ დუიმზე iPhone 7/8-ს უტოლდება — 326 პიქსელი.

მოკლედ, ციფრების თვალსაზრისით სამწუხარო სურათია. მაგრამ რეალობა როგორია?

გაგიკვირდებათ და გეტყვით: რეალობაშ ყვეალფერი ძალიან კარგად არის. მეტსაც ვიტყვი, iPhone Xr-ის ეკრანი არაჩვეულებრივია.

ფერის გადმოცემა მას სხვა LCD ეკრანებთან შედარებით საუკეთესო აქვს. დადეთ გვერდი-გვერდ iPhone Xr და iPhone Xs და თქვენ ძალიან გაგიჭრიდებათ დაინახოთ ფერის მოცულობისა და კონტრასტულობის სხვაობა. მხოლოდ შავი ფერი გასცემს iPhone Xr-ს. მეტი არაფერი.

თუ ჩემზე უფრო კირკიტა და კრიტიკული მკვლევარი აღმოჩნდებით, ეკრანზე ცალეკულ პიქსელების დანახვას შეძლებთ. მაგრამ თვალიდან ნორმალური მანძილით დაშორებისას, პიქსელების დანახვა შეუძლებელია. ასე რომ, ვფიქრობ დროა ეს პიქსელ გიგანტომანია დავასრულოთ.

სასიამოვნოა აგრეთვე ისიც, რომ iPhone Xr-ის ნაკლები გარჩევადობა ხელს არ უშლის იმაზე მეტი ინფორმაციის ჩვენებას, ვიდრე iPhone X/Xs-ზე, გინდა მენიუ აიღე და გინდა — ვებ-გვერდის შიგთავსი.

აი ის, რომ YouTube-ზე Full HD ვიდეოს ნორმალურად ვერ ჩართავ, ცოტა საწყენია: მენიუში პუქნტი არის, ხოლო სხვაობას ვერ ხედავ. ზოგიერთი აპლიკაცია ჯერ არ განახლებულა და ნაკლებად არის თავსებადი ახალ გარჩევადობასთან. მაგრამ ეს დროის ამბავია, დეველოეპრები განააახლებენ.

სხვა მინუსები მე ვერ ვიპოვნე. იისფერი ფერი ეკრანზე კუთხიდან შეხედვისას, რაზეც ამხელა ჰაიპი იყო, iPhone Xr-ზე აღმოჩენილი არ არის.

და ძალიან მიხარია, რომ როდესაც მაღაზიიდან ტესტირებაზე მომქონდა iPhone Xr, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ეკრანის თვალსაზრისით და სინამდვილეში სასიამოვნდ გაოცებული დავრჩი.

ჩარჩოებიც კი, რომლებიც iPhone Xs/Xs Max-ისგან განსხვავებით უფრო ფართოა, დიდად არ გაწუხებს და ადვილად ეჩვევა თვალი. ათი წუთი მაქსიმუმ, მერე ვეღარ ხედავ.

ნუ უარყოფთ iPhone Xr-ს ეკრანის გამო. მისი ეკრანი კარგია.

სერიოზული წარმადობა, როგორც უფროს ძმას

ეფლის პირველი ექსპერიმენტული, ფერადი აიფონები, 5c რეალურად სუსტი მოდელი იყო. მაგრამ iPhone Xr-ის შემთხვევაში ეს ასე არ არის და ის არაფრით არ არის დაკავშირებული წარსულთან. ლოგიკის მიხედვით, ეფლს ამ მოდელში A11 პროცესორი უნდა ჩაედგა, უკეთეს შემთხვევაში. შეეძლო A10-იც. მაგრამ ეფლმა ლოგიკა და ტრადიციები აქაც დაარღვია. მასში ისეთივე პროცესორია, რაც უფროს მოდელში, A12 Bionic.

A12 პროცესორი 7 ნანომეტრული პროცესით არის დამზადებული და ამ ეტაპზე ის უსწრაფესია მსოფლიოში. აბსოლუტურად ყველა ანდროიდ მოდელი მარცხდება მასთან შერკინებისას. და მომავალი წლის გაზაფხულამდე ასე დარჩება.

ასეთი სიმძლავრე რაღაცნაირად არ ეხმაურება iPhone Xr-ის „ბიუჯეტურ“ ფასს.

ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ iPhone Xr-ში 3 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებაა, ხოლო უფროს მოდელებში — 4 გბაიტი. ანდროიდ ტელეფონი 3 გბაიტით გადასაგდებია, ეფლის იდელაურად შერწყმულ ეკოსისტემაში ეს სრულიად საკმარისია.

iPhone X-სთან მიმართებაში წარმადობის მატება არის, მცირე. აპლიკაციები უფრო სწრაფად იტვირთება და უფრო ადვილად გამოდიან ძილის რეჟიმიდან.

მაგრამ თუ შევადარებთ ჩემს ბებრუცანა iPhone 6-ს, სხვაობა იმდენად დიდია, რომ ორი აზრი არაა, დროულად უნდა შევცვალოთ ჩვენი ძველმანები ახალ მოდელზე.

სანამ ჩემი ტელეფონი ცდილობს რომელიმე (ნებისმიერი) აპლიკაციის გახსნას, iPhone Xr-ში მე უკვე გავხსენი, რაც მინდოდა გავაკეთე და დავხურე კიდევაც ეს აპლიკაცია.

ზარის შემოსვლისას, როდესაც მე ვწვალობ, როდის გაიხნება ტელეფონის აპლიკაცია, iPhone Xr-ში ყველაფერი მყისიერად ხდება. თამაშებზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ, მანდ სხვაობა კოლოსალურია.

არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს iPhone Xr ცოტა უფრო სწრაფადაც კი იმუშავებს, ვიდრე iPhone Xs. მას ხომ ნაკლები გარჩევადობის ეკრანი აქვს და შესაბამისად პროცესორის ნაკლები რესურსი სჭირდება, განსაკუთრებით თამაშებში.

თუ გინდათ ლანძღეთ ამ მოდელს ეკრანის გარჩევადობის გამო. და დამსახურებულიც იქნება ეს ლანძღვა. მაგრამ ჩემი აზრით, ეს გარჩევადობა სრულიად მისაღებია და წარმადობით ბევრ ანდროიდ ფლაგმანს წინ უსწრებს.

ერთი კამერა უფრო ცუდია, ვიდრე ორი. მაგრამ ყოველთვის არა

როდესაც კონკურენტები ცდილობენ აჯობონ ერთმანეთს და რაც შეიძლება მეტი კამერა ჩააყენონ, ეფლი ერთ კამერიან მოდელს უშვებს. სახალისოა, კი. გამოდის, რომ ასე ამ ეტაპზე მხოლოდ ეფლი და გუგლი იქცევა.

კამერა აქ ისეთივეა, როგორც iPhone Xs-ში: 12 მეგაპიქსელიანი სენსორი, ფართოკუთხოვანი, დიაფრაგმა ƒ/1.8, ოპტიკური სტაბილიზაცია, ახალი ოპტიკური სისტემა და დიდი ზომის პიქსელებიანი მატრიცა. 

ასევე გაუმჯობესებულია ფოტოს გადაღება დაბალი განათების პირობებში. ფუნქცია Smart HDR საშუალებას იძლევა თავიდან ავირიდოთ „გადანათებისაგან“ და ჩრდილების სიშავისაგან.

ერთი კამერის მიუხედავად, ეფლმა ƒ/1.8-ს ასწავლა პორტრეტული ფოტოების გადაღება ფონის გაბუნდოვნებით. მაგრამ მხოლოდ ადამიანებზე, ნივთებზე ნურას უკაცრავად.

ასე რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ iPhone Xr ისევე იღებს ფოტოს, როგორც iPhone Xs. ფოტოები ძალიან კონტრასტული არ გამოდის, სამაგიეროდ დეტალურია და ადვილად მუშავდება რედაქტორში. კამერების შედარებას სხვა სტატიაში გავაკეთებ მოგვიანებით.

მინუსებიც არის, რასაკვირველია. ძალიან მაკლია უფროსი მოდელების ტელეობიექტივი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ორმაგი ოპტიკური ზუმით გადაიღოთ ფოტოები ხარისხის დაკარგვის გარეშე. მაკრო გადაღებისას მისწრებაა ასეთი ობიექტივი. ასევე, მეორე ობიექტივით ნიველირდება ოპტიკური დამახინჯებები და გარკვეულ შემთხვევებში მიღებული ნამუშევარი ძალიან ჰგავს პროფესიული კამერით გადაღებულს.

უცნაურობა ის არის, რომ iPhone Xr აშკარად სჯობნის iPhone Xs-ს პორტრეტების გადაღებაში — სწორედ იმ ფოტოებს ვგულისხმობ, გაბუნდოვნებით. და ეს იმიტომ, რომ iPhone Xr-ის ერთადერთი კამერას დიაფრაგმა ƒ/1.8 არის, ნაცვლად ƒ/2.4-ისა.

მეტი დაჭერილი შუქი უდრის უფრო უკეთეს პორტრეტს როგორც შენობაში, ასევე ქუჩაშიც.

აი, ასეთი საინტერესო სიტუაციაა. თითქოსდა უფრო იაფი მოდელია, მაგრამ თავისი დიდი უპირატესობა გააჩნია.

საერთო ჯამში, iPhone Xr-ის კამერით მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

მუშაობს. მუშაობს? მუშაობს! ძალიან დიდი ხანი

iPhone Xr-ის აკუმულატორი უფრო ნაკლებია, ვიდრე iPhone Xs Max-ის. მაგრამ უფრო მეტი, ვოდრე ყველა წინამორბედ აიფონში.

რა გვაქვს შედეგად? ავტონომიურად მუშაობის მაქსიმალური დრო.

პარასკევს საღამოს, როდესაც მე ეს მოდელი მივიღე დასატესტად, მე ის დავტენე 100%-მდე. და მხოლოდ კვირა შუადღეს დამჭირდა მისი ხელახალი დატენვა. რას ვაკეთებდი: ვიღებდი ფოტოებს, ბევრს, ძალიან ბევრს. ვთამაშობდი, დავძრებოდი ინტერნეტში სხვადასხვა აპლიკაციებიდან. მოკლედ ვაკეთებდი იმ ყველაფერს, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. უბრალოდ, ჩემი iPhone 6 დღის განმავლობაში 3-4-ჯერ უნდა მივაერთო დამტენს, აკუმულატორი ფაქტობრივად მკვდარია და სხვა გზა არ არის.

არ შეიძლება ამ შედეგით არ აღფრთოვანდე. დიდ პატივისცემას გამოვხატავ ეფლის მიმართ!

და რა არის მიზეზი? ბანალურად ისევ ეკრანი. iPhone Xr-ში დიდი ზომის აკუმულატორი და დბალი გარჩევადობის ეკრანი აკეთებს თითქმის შეუძლებელს, მოწყობილობის ავტონომიურობას ზრდის. ფრიად.

იგივე ამბავი სჭირს iPhone SE-საც: მისი ტექნიკური მონაცემები უკვე მოძველდა 2018 წელს, მაგრამ აკუმულატორი iPhone 8-სავით დიდხანს მუშაობს, ვინაიდან ეკრანი მცირე ზომისაა.

გახსოვდეთ, რომ iPhone Xr არა მარტო მხარს უჭერს უსადენო დატენვას, არამედ აგრეთვე გაუმჯობესებული ინდუქციური კოჭა აქვს, რაც გაცილებით აჩქარებს პროცესს და ზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტს. ასევე მხარდაჭერილია სწრაფი დატენვის ფუქნცია. ეს როდესაც iPhone Xr-ს მიუერთებ USB-C აღჭურვილ დამტენს და 0%-დან 100%-ზე ნახევარ საათში იტენება ტელეფონი.

თუ თქვენი აიფონი უკვე ძალიან სწრაფად ჯდება, თქვენ იცით რაც უნდა ქნათ: იყიდოთ iPhone Xr.

უფრო ძლიერი ხმა, უფრო სწრაფი Face ID

iPhone Xs-ის მრავალი, წვრილმანი სიახლე iPhone Xr-შიც გვხვდება. მაგალითად, Face ID რეალურად აჩქარდა.

ახალი სპიკერები ნამდვილად კარგია: ისეთივე კარგი, როგორც iPhone Xs-სა და Max-ში. ხმამაღალი, კარგი სპეცეფექტებით. ასევე, კამერა ვიდეოს სტერეო ხმით იღებს.

აი, 3D Touch კი აღარ არის და ეს მართლა ფრიად სამწუხაროა. ეფლი ამ ტექნოლოგიას საკმაო ხანი ქაჩავდა — iPhone 6s-იდან მოყოლებული.

დასკვნები. ვიყიდოთ, თუ არ ვიყიდოთ

არ შეგაცდინოთ ჭრელა-ჭრულა ფერებმა. 2018 წლისათვის iPhone Xr ფლაგმანური ტელეფონია, რომელიც შანს არ უტოვებს ყველა წინა თაობის აიფონს, მახასიათებლების მთელი რიგი წყების გამოისობით.

სექტემბრის ღონისძების ყურებისას მე სკეპტიკურად განვეწყე iPhone Xr-ის მიმართ. სიმართლე გითხრათ, ერთკამერიანი გადაწყვეტილება თვალში არ მომივიდა — მანამდე ხომ Google Pixel-ში იყო მსგავსი გადაწყვეტილება და თავის დროზე გავაკრიტიკე. მაგრამ ახლა, ერთკვირიანი გამოყენების შემდეგ შემიძლია ვთქვა: iPhone Xr ძალიან კარგი ტელეფონია, შესანიშნავი კამერით, ეკრანით, პროცესორზე და წარმადობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

iPhone Xs Max-იც კი ცოტა ზედმეტ გადაწყვეტილებად მიმაჩნია iPhone Xr-ის ფონზე. მაშინ როდესაც უმცროსი მოდელის ეკრანი ოდნავ უფრო მცირე ზომისაა და თითქმის იმდენივე ინფორმაციას იტევს. 

კიდევ ერთხელ, iPhone Xr არ არის ბიუჯეტური ტეელფონი. მისი ფასი საქართველოში 2690 ლარია. და ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ გასული წლის ფლაგმანის, iPhone X-ის შეძენა. და მართალია შარშანდელ მოდელს ფოლადის ჩარჩო, ორი კამერა და OLED ეკრანი აქვს, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება iPhone Xr-ის ყიდვა. ვინაიდან ეს „უმცროსი“ მოდელი უკეთეს ფოტოებს იღებს, Face ID უფრო სწრაფი აქვს, პროცესორზე არაფერს ვამბობ.

და ავტონომიური მუშაობის თვალსაზრისით ყველა აიფონს ჯიბეში ჩაისვამს, ესეც ფრიად გასათვალისწინებელი მომენტია. 

და LCD ეკრანი ასევე არაფრით ჩამოუვარდება OLED-ს, გარდა შავი ფერისა. მაგრამ ამ „ნამდვილ“ შავს თქვენ დაგიტოვებთ, მე ოდნავ ნაცრისფერიც მაკმაყოფილებს.

და მოცემული რეალობა ასეთია, მომხმარებელთა 99%-ს სრულიად ეყოფა iPhone Xr-ის შესაძებლობები. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ამიერიდან ჩარჩოიანი ტელეფონის (iPhone 8 და უფრო ძველი) ყიდვა უკვე აღარ შეიძლება!

და ბოლოს, iPhone Xr უნდა იყიდოთ და ისიამოვნოთ მისი გამოყენებით.

ხოლო ვისაც მხოლოდ 5 წუთით ეჭირა ხელში და უკმაყოფილო დარჩა, ნუ მოუსმენთ.

Comments

comments

Leave a Response