სიახლეები

Apple-მა მეოთხე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა

258views

გუშინ, საქართველოს დროით 12:00 საათზე Apple-მა 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 29 სექტემბერს დასრულდა. 

კომპანიის შემოსავალმა 69.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (+ 20% 2017 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებთან შედარებით) მოგება ერთ აქციაზე 2.91 დოლარი (+ 41%)

კომპანია ამ წლის მეოთხე კვარტალში საუკეთესო იყო. თითოეულ გეოგრაფიულ სეგმენტში ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა.

iPhone-ის გაყიდვებმა რეკორდული შემოსავალი აჩვენა, ასევე რეკორდი მოხსნა სერვისების მომსახურებამ და Mac-ებმა. კომპანიამ ამ შეჯამების დროს — აბსოლიტურად ყველა კომპონენტში ახალ დიდ ციფრს მიაღწია.  


ლუკა მაესტრი — Apple-ის ფინანსური დირექტორი.

მაშ ასე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Apple-მა გაყიდა: 

— 46,889 მილიონი ცალი iPhone-ი
— 9,699 მილიონი ცალი iPad-ი
— 7 411 მილიონი ცალი Mac-ი

კომპანიის მომსახურებამ და სხვა პროდუქტების შემოსავლებმა 14 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. Apple-ს iPhone-ის გაყიდვებმა 37 მილიარდი დოლარი მოუტანა — კომპანიამ მესამე კვარტალთან შედარებით 5.5 მილიარდი სმარტფონით მეტი გაყიდა. 

წყარო: Apple.com

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი