სიახლეები

რას ნიშნავს ასო „S“ და ასო „R“ –– iPhone XS-ში და iPhone XR-ში

370views

ასოები „S“ და „R“ iPhone XS-ში და iPhone XR-ში არ არის აბრევიატურები, როგორც ეს iPhone 3GS-ის შემთხვევაში იყო, –– ადასტურებს ფილ შილერი, –– Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. 

ამ საკითხის შესახებ, მომხმარებლების უმეტესობას საპირისპირო ვარაუდები ჰქონდათ, რომელი ვარაუდებიც საკმაოდ დამაჯერებლი იყო. სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა.

შილერის თქმით, „S“ და „R“ აფიქსირებს მოდელებს შორის განსხვავებას, როგორც ეს ავტომობილების შემთხვევაში ხდება. მაგალითად სხვა “ასოთი” დასახელები ავტომობილის მოდელი, რომელიც აღჭურვილია ტურბო ძრავით და გათვალისწინებულია სწრაფი მართვისთვის.

“მე მომწონს ყველაზე სწრაფი მანქანები”, –– აღნიშნავს შილერი ინტერვიუში, –– „R“ და „S“ –– ეს არის ასოები, რომლებსაც ავტომწარმოებლები, საკუთარი სარბოლო მანქანების დასახელებებში იყენებენ. ეს მიუთითებს, რომ ისინი სხვა მოდელებისგან განსხვავდებიან”

წყარო: The Verge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი