სიახლეები

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple-ის სერვერებზე არასდროს ყოფილა ჯაშუშური ჩიპები ჩინეთიდან

284views

ოქტომბრის დასაწყისში, გამოცემა ბლუმბერგმა, საკმაოდ რეზონანსული სტატია გამოაქვეყნა. მისი სათაური ასეთი იყო –– “დიდი ნამსხვრევი”, სტატიამ დიდი გამოძიება გამოიწვია. ბრალდება არა მარტო Apple-ის, ასევე Amazoni-ს წინააღმდეგაც იყო. 

ბლუმბერგის ჟურნალისტის განცხადებით, ასეთი ჩიპების დანერგვის მონაწილე ჩინური კომპანია Supermicro იყო. 

სკანდალური მასალის გავრცელებიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ, Apple-ის ხელმძღვანელმა პირადად გააკეთა კომენტარი. 

ტიმ კუკი ბლუმბერგის ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ ნუ გააკეთებენ ყალბ განცხადებებს. 

ეს არასდროს მომხდარა. ეს არის წმინდა ტყუილი.

ბლუმბერგის სტატიამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. 

ამას გარდა, Apple-მა რამდენიმე დღის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს იყო არასწორი ბრალდება. Apple-ის წერილის განმარტება კი კონკრეტულად, კომპანიის უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტმა –– ჯორჯ სტეპაკოპულუსმა, ამერიკის კონგრესზე განმარტა. 

სავარაუდოდ ეს ამბები მალე დასრულდება, რადგან Bloomberg-ის თანამშრომლებს ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. [The Verge]

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი