სიახლეები

Android-ის მომხმარებელთა დაახლოებით 20%-ს iPhone-ზე გადასვლა სურს

445views

მკვლევარებმა 32,000-ზე მეტი სმარტფონის მომხმარებელი გამოკითხეს, მათი უმრავლესობა არა მხოლოდ სმარტფონის, არამედ ბრენდის შეცვლასაც გეგმავს.
ამ კვლევაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთგულების მიუხედავად, რესპოდენტთა საერთო რაოდენობის მეხუთედს — თავისი Android სმარტფონის ჩანაცვლება iOS-ით სურს. 

ამ მომხმარებლების უმეტესი ნაწილი HTC-ის სმარტფონის მფლობელია — 25%. მეორე ადგილზე Samsung-ის მომხმარებლები არიან — 19%.

რატომ სურთ Android-ის მომხმარებლებს iOS-ზე გადასვლა?

ბევრი მომხმარებლის აზრით, თავიანთი საყვარელი მწარმოებლები განიცდიან ინოვაციების ნაკლებობას, ხოლო Apple-ში ხედავენ კომპანიის მტკიცე და წინ გადადგმულ ნაბიჯებს განვითარებისათვის. 

ზოგიერთი რესპოდენტის აზრით, მათ ამ გადაწყვეტილებაში დიდი გავლენა იქონია Apple-ის ახალმა მოდელებმა, დიდი ეკრანებით. რომლის წყალობითაც, შესაძლებელია სმარტფონი გამოყენებული იქნას არა მხოლოდ ზარებისა და sms-ებისათვის, არამედ სერიოზული ამოცანების შესასრულებლად.

წყარო: Appleinsider

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი