სიახლეები

iPhone XS Max-ი უფრო მეტი იყიდება ვიდრე iPhone XS

266views

ანალიტიკოსი Min-Chi Kuo-ს თქმით, iPhone XS Max-ზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ამას Apple-ი მოელოდა. 

თუ გამოქვეყნებულ ანგარიშებს დავუჯერებთ, iPhone XS Max-ზე 3-ჯერ/4-ჯერ უფრო დიდი მოთხოვნაა.

ყველაზე პოპულარული ფერები, ოქროსფერი და კოსმიური ნაცრისფერია — ვერცხლისფერი პრაქტიკულად არ იყიდება. 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი — ძალიან მალე შესაძლებელია, რომ iPhone XS და iPhone XS Max-ის 512GB-ანი ვერსია ხელმისაწვდომი აღარ იყოს.

როგორც ცნობილია, Apple-მა ახალი iPhone-ების წარმოების პირველი პარტია დაასრულა. 

Apple-ი ასევე კმაყოფილია Apple Watch 4-ის გაყიდვების მაჩვენებლით, ახალი ჭკვიანი საათის რეზულტატი კომპანიის მოლოდინს აღემატება.

წლის ბოლოსთვის 19.5 მილიონი საათის გაყიდვაა დაგეგმილი. [The Verge]

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი