სიახლეები

Apple-ის სამშობლოში 12 საათის განმავლობაში ორი Apple Store-ი გაძარცვეს

363views

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Apple-ის მაღაზიების ძარცვის რაოდენობა საგანგაშოდ გაიზარდა. Apple Store-ებს უკვე კვირაში რამდენჯერმე ძარცვავენ. 

ამჯერად პოლო-ალტოში — სადაც თავად სტივ ჯობსი დიდი ხანი ცხოვრობდა, Apple Store-ში 12 საათის განმავლობაში ორჯერ შეიჭრნენ. 

პოლიციის თქმით, პირველი თავდასხმა საღამოს 7 საათისთვის განხორციელდა. მძარცველებმა რამდენიმე წუთში 57 ათასი დოლარის ტექნიკა წაიღეს. მძარცველებმა ადგილის დატოვება რამდენიმე მანქანის დახმარებით დროულად შეძლეს. 

შემდეგ უკვე დილით, დაახლოებით 5 საათსა და 50 წუთზე ერთ-ერთმა გამვლველმა შეამჩნია რომ Apple Store-ის მინის კარი შემტვრეული იყო. აღმოჩნდა რომ მძარცველებმა ამჯერად 50 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს. 

ეს სწორედ ის მაღაზიაა, რომელშიც ტიმ კუკი იყო მისულა და ახალი iPhone-ების გაყიდვების დაწყება აღნიშნა. 

პოლიციელები ამ დრომდე ცდილობენ, რომ მძარცველების გზას მიაგნონ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. [9to5mac]

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი