სიახლეები

iPhone Xs მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სმარტფონი გახდა

622views

მიუხედავად იმისა, რომ ახალი iPhone-ების გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, Antutu-ს შედეგები უკვე გამოჩნდა. 

“ნეირონული ქსელის”  A12 Bionic-ის შედეგები შთამბეჭდავია — საერთო ჯამში მან 363 525 ქულა მიიღო. ცხრილში ეს შედეგები 70 ათასი ქულით მეტია ვიდრე მასთან ყველაზე ახლოს მყოფი Android-ზე მომუშავე სმარტფონი, რომელიც Qualcomm Snapdragon 845-ით არის წარმოდგენილი. 

A11 Bionic-თან შედარებით, ახალმა A12 Bionic-მა 30%-ით მაღალი შედეგი აჩვენა. iPhone Xs-ის გრაფიკული მუშაობა UX 50%-ით გაიზარდა, ხოლო მეხსიერების სიჩქარე — 20%-ით. 

დღესდღეობით, თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ახალი iPhone Xs და iPhone Xs Max-ი მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მძლავრი სმარტფონებია. [LoveiOS]

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი