სიახლეები

ყველაფერი ახალი iPhone XR-ის შესახებ

473views

Apple-ის სექტემბრის ღონისძიებაზე კომპანიამ iPhone XS-სა და iPhone XS Max-ის გარდა კიდევ ერთი iPhone XR წარმოგვიდგინა. იქიდან გამომდინარე, რომ iPhone XR-ი წარმოდგენილია რამოდენიმე ფერში, ჩნდება ეჭვი, რომ კომპანიას iPhone 5C-ის კონცეფციის აღორძინება სურდა.

ეს iPhone სხვა iPhone-ებისგან ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ მისი ფერების დიაპაზონი დიდია. დადასტურებული ინფორმაციით, iPhone XR ხელმისაწვდომი იქნება წითელი, ნარინჯისფერი, თეთრი, შავი, ლურჯი და ყვითელ ფერებში.

ეკრანი

iPhone XR-ის ეკრანი — როგორც ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, იგი LCD ტექნოლოგიაზეა დამზადებული, რომელსაც 3D სენსორების მხარდაჭერაც აქვს. iPhone XR-ს როგორც მის წინა მორბედ iPhone X-ს, სახის ამოცნობის ტექნოლოგია აქვს. ყველაზე გასაკვირი აქ ის არის, რომ ამ მოდელს ყველა სხვა iPhone-სგან განსხვავებული ზომოს ეკრანი აქვს, მისი ზომა 6.1 დიუმია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეკრანი iPhone Xs-ზე დიდი და iPhone Xs Max-ზე პატარაა. 

კამერა

iPhone XR-ს ერთი ძირითადი კამერა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეუძლია პორტრეტის რეჟიმშიც გადაიღოს. ასევე მან ეფექტური დაბურვის ტექნოლოგია მიიღო. ეს ტექნოლოგია გუგლმა 2 წლის წინ შემოგვთავაზა და დაადასტურა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. 

აკუმულატორი

iPhone XR-ის ავტონომია ნამდვილად ღირსეულ დონეზეა, მას 90 წუთით უფრო მეტი მუშაობა შეუძლია ვიდრე iPhone 8 Plus-ს.

ფასი

iPhone XR-ის გამორჩეული თვისება, რასაც მილიონობით მომხმარებელი ელოდებოდა — ფასია. სმარტფონის გაყიდვა 26 ოქტომბერს დაიწყო, წინასწარ შეკვეთები კი 17 ოქტომბერს.

მისი ფასი 749 დოლარია. 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი