სიახლეები

ყველაფერი ახალი Apple Watch 4-ის შესახებ

230views

სექტემბრის ღონისძიებაზე ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ ახალი ჭკვიანი საათი — Apple Watch 4 გაგვაცნო. მოწყობილობამ მიიღო როგორც განახლებული დიზაინი, ასევე ახალი ზომების მოდერაცია — 40 და 44 მილიმეტრი. 

საათი კუთხეებში უფრო მეტად მრგვალდება ვიდრე წინა მოდელები. ამან შედეგად, ეკრანი 32 და 35 პროცენტით გაიზარდა, უმცროსი და უფროსი მოდელების შესაბამისად. 

ახალ ეკრანზე ბევრად უფრო სასარგებლო ინფორმაციებია — როგორც ციფერბლატზე, ასევე აპლიკაციებში. ახლა თქვენ იხილავთ უფრო მეტი შინაარსის მქონე ფონებს, რუკებს, კალენდარსა და სხვა პროგრამებს. 

Larger display

ახალი დინამიური ციფერბლატები — “ცეცხლი”, “წყალი” და ორთქლი. ძალიან ლამაზია! 

ახალ საათზე, როგორც ახალი თაობის iPhone-ებზე, დინამიკის სიძლიერემ, მისმა ხმამ 30%-ით მოიმატა. 


Apple-ის წარმომადგენლებმა ჭკვიანი საათებისთვის ახალი ოპერატორების მხარდაჭერაზეც ისაუბრეს, მათ ახლა უფრო მეტი პარტნიორი ყავთ. ახალი საათი 3 ფერში არის წარმოდგენილი: კოსმიური ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. 

კომპანიამ ასევე დაამზადა ახალი თაობის აქსელერომეტრი და გიგროსკოპი. ამის დახმარებით საათს შეუძლია აღიქვას მომხარებბლის დაცემის მომენტი. მაგალითად: თუ ხანდაზმული ადამიანი წაიქცა და ამ დროს Apple Watch 4 ჰქონდა მაჯაზე, საათი ავტომატურად სასწრაფო დახმარებას გამოიძახებს. 

ასევე დაიხვეწა Heartbeat-ის სენსორი — თუ მომხმარებელს გულის ცემა დაბალი ექნება, ის დროულად შეატყობინებს ამის შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია ელექტროკარდიოგრამაა, რომელიც ასევე ექნება ახალ საათს (EGG). ამ ტექნოლოგიის დახმარებით, თქვენი ექიმი ყოველ კვირა შეძლებბს ნახოს თქვენი კარდიოგრამა ბაზაში. 

თავდაპირველად ეს სიახლეები ხელმისაწვდომი იქნება ამერიკელებისთვის, მაგრამ ნელნელა ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მსოფლიო მაშტაბითაც შეძლებენ. 

ტექნიკურ ინოვაციებს რაც შეეხება: Bluetooth 5.0, გაძლიერებული პროცესორი და თითქმის ორჯერ გაზრდილი აკუმულატორი. 

ახალი Apple Watch-ის ფასი 399 დოლარიდან იწყება, GPS ვერსია 499 დოლარიდან. მესამე თაობა ახლა უკვე 279 დოლარი ღირს. 

წინასწარი შეკვეთები ამ კვირის პარასკევიდან დაიწყება, მაღაზიებში კი 21 სექტემბერს დაგვხვდება. 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი