სიახლეები

Apple-მა ახალი iPhone-ები წარმოადგინა

393views

აი, დადგა დრო და ახალი აიფონები ვიხილეთ. ვაშა?

მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენამდე რამდენიმე დღით ადრე ქსელში გაჟონა თითქმის ყველა მონაცემმა, რაც ახალი აიფონების შესახებ უნდა გვცოდნოდა, ახალი მოწყობილობა მაინც ძალიან საინტერესოა მისი მონაცემებით.

პირველ რიგში გავიგოთ ახალი მოწყობილობების სახელები. ეს არის iPhone Xs და iPhone Xs Max. თუ s ბოლოსართი ნაკლებ გაღიზიანებას იწვევს თავისი ტრადიციულობიდან გამომდინარე, უფროს მოდელზე ეს Max ძალიან უცნაურად ჟღერს. რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ ჩვენ არ ვართ ეფლის მაერკეტინგის სამსახური და ზედმეტად თავს არ ავიტკივებთ ამაზე ფიქროთ. იყოს Max, ჩვენ რა?

ორივე ახალი მოდელი გარეგანი ფორმებით პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება გასული წლის ფლაგმანური მოდელისაგან, iPhone X-ისგან. უბრალოდ, უფროსი მოდელი ზომებით დიდია.

დაემატა ერთი დამატებითი ფერი: შავი და თეთრი მოდელის გარდა ახლა ოქროსფერიც იქნება.

და აბა რა სხვაობაა წონა მოდელთან შედარებით? მოდი ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ.

  • iPhone Xs: 5.8 დუიმიანი OLED-ეკრანი, პიქსელების სიმკვრივე 458 PPI;
  • iPhone Xs Max: 6.5 დუიმიანი OLED-ეკრანი, პიქსელების სიმკვრივე 458 PPI;

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანები ბაზარზე, დღესდღეისობით. უახლოე სმომავალში რაიმე უკეთესს არ უნდა ველოდეთ.

ორივე მოდელში ახალი პროცესორი მუშაობს, A12 Bionic, რომელიც 7 ნანომეტრი ტექ.პროცესით არის შექმნილი და ამ მომენტში ბაზაზრზე ერტადერთი ასეთი პროცესორია. კი ვიცით Huawei-ს პროცესორის შესახებ. მაგრამ ის 16 ოქტომბერს გამოდის, ასე რომ ტექნიკურად ჯერ-ჯერობით მხოლოდ ახალ აიფონს აქვს ასეთი პროცესორი, რომელშიც ერთი წუთით, 6 900 000 000 (ექვსი მილიარდ ცხრაასი მილიონი) ტრანზისტორია.

წარმადობის მატება 50% გახლავთ, ენერგოეფექტურობაც ასევე 50-%-მდე.

ცალკე ყურადღებას საჭიროებს ARKit 2.0-ის შესაძლებლობები A12 Bionic-ის ბაზაზე. როგორც ჩანს, დამატებითი რეალობა პრინციპულად ახალ დონეზე გადავა.

ოპერატიული მეხსიერების შესახებ ეფლი არასოდეს არ საუბრობს. არასოდეს. მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ, მარჯვეხელება ოსტატების მიერ ტეელფონის დაშლის შემდეგ ვიგებთ ამ ამბავს. მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ 3-4 გბაიტს. მეტი არ იქნება.

აი რაც შეეხება მუდმივ მეხსიერებას, აქ ყველაფერი ნათელია: მოდელბეი გამოვა 64, 256 და 512 გბაიტით. ნახევარი ტერაბაიტი ტელეფონში, კარლ! ნეტავ რა უნდა ჩაწერო ამდენი?

ახლა კამერების შესახებ. განახლებული, ორმაგი მოდული კვლავ 12 მეგაპიქსელიანი კამერებით არის აღჭურვილი, ორივეზე ოპტიკური სტაბილიზაციით, გაუმჯობესებული ციმციმათი (ვსპიშკა, სპიშკა, დაიმახსოვრეთ!). გაუმჯობესდა ფოტოს დამუშავების ალგორითმები, ასე რომ ისედაც კარგი ფოტოები კიდევ უფრო კარგი იქნება (აქ არ დავიწყებ დეტალიზაციას, ცალკე სატტიაში გიამბობთ). დაემატა „ჭკვიანი HDR“, ასევე სიმკვეთრის სიღრმეს არეგულირებს.

ვიდეოს ჩაწერისას დაემატა სტერეო-ხმის ჩაწერის ფუნქცია (XXI საუკუის ათიან წლებში დიდი მიღწევაა, ჩემმა მზემ!). სენსორები 2-ჯერ უფრო სწრაფია და კადრი არ გაითხაპნება.

ჰო! საინტერესეოა, რომ ეფლმა წარმოადგინა ორი სიმის მხარდაჭერის ფუქნცია, მაგრამ როგორც ყოველთვის თავისებურად. ანუ, ჩინეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანბაში გაყიდება მოდელები, რომლებშიც ფიხიკურად 1 (ერთი) სიმი იდება, ხოლო მეორე სიმი ვირტუალურია. ჩადიხარ სადმე, ვთქვათ იტალიაში. შედიხარ ვოდაფონის ოფისში, აფორმებ ხელშეკრულებას და ვუალა! ვირტუალური სიმი უკვე „დევს“ ტელეფონში და სარგებლობ. ჩინეთში კიდევ გაიყიდება მოდელები, რომლებშიც ფიზიკურად ორი სიმის ჩასადებია. თურმე ჩინელების 90% ასეთი ტელეფონებით სარგებლობს!

მერე ნახეთ თქვენ საქართველოში არეულობა და გაუგებრობა: „აუუუ, ჩემს ტეელფონს ერთი სიმი აქვს, რატოოო?“

ჰო, ასევე დაემატა წყლისაგან დაცვა IP68 სტანდარტით, რაც სრულ დაცვას გულისხმობს. იდეაში, თუ გინდა ტეელფონით ხელშ იცურავა, მაგრამ მოდი ჯერ ეფლისგან დადასტურება მივიღოთ 😉

ახალ ფასები:

  • iPhone Xs — $999-დან
  • iPhone Xs Max — $1099-დან

ძვირია, კი. მაგრამ ტოპ-მოწყობილობებია, ტოპ-შიგთავსით. თუ არადა, ბაზარზე უამრავ სხვა ტელეფონს ნახავთ მძლავრად დაბალ ფასში. რო რამე იყოს.

ამ ეტაპზე ამით ამოვწუროთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოსვლისთანავე ამ მოდელებს მივიღებ გასატესტად. მერე გავაგრძელოთ საუბარი.

Comments

comments

Leave a Response