სიახლეები

კალიფორნიაში 5 Apple Store-ი გაძარცვეს

255views

ბოლო პერიოდში, კალიფორნიაში, Apple Store-ი უკვე არაერთხელ გაძარცვეს. მხოლოდ აგვისტოს თვეში, კომპანიის მაღაზიებში 5 შეჭრა დაფიქსირდა. 

ბოლო თავდასხმა კერძოდ Burlingame-ის Apple Store-ში დაფიქსირდა. 

მძარცველები მაღაზიაში, კვირას, 11 საათსა და 30 წუთზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთში მათ მოახერხეს ყველა iPhone-ის, iPad-ისა და Macbook-ის გატანა რაც მაღაზიაში იდო. 

მძარცველების დაპატიმრება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. სახელმწიფომ ზიანი 19 ათასიდან 66 ათას დოლარამდე შეაფასა. 

ყველა მოპარული გაჯეტი დემო ვერსიაა, ეს იმას ნიშნავს რომ Apple-ს მისი დისტანციურად ჩაკეტვა შეუძლია. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჰაკერებს, რომლებსაც დიდი ფულის აღება არაფორმალურ სერვის ცენტრებში სათადარიგო ნაწილების ჩაბარებით შეუძლიათ.

წყარო: [ABC7]

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი