სიახლეები

Android-იდან iOS-ზე გადასვლა გრძელდება

392views

ანალიტიკური სააგენტოს Loup Ventures-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში Android-ის მომხმარებელთა 19% წელს გეგმავს შეცვალოს თავისი მობილური მოწყობილობა და გადავიდეს iOS-ზე. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 12 პროცენტი იყო.

ამ დასკვნამდე ექსპერტები მივიდნენ რამოდენიმე ასეული მომხმარებლის გამოკითხვის შემდეგ. iPhone-ის განახლება, რომელსაც 12 სექტემბერს ვიხილავთ, ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ჭორებმა ერთბაშად სამი მოდელის გამოსვლასთან დაკავშირებით ელეთ-მელეთი გამოიწვიეს არა მარტო აიფონის მოყვარულთა შორის.

ამასთან ერთად, აშშ-ში გამოკითხულთა iPhone-ის მომხმარებელთა 48%-მა 2018 წლის მოდელის შეძენის სურვილი გამოთქვა. ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე შარშან გამოკითხულთა მაჩვენებელი. მაშინ ამის სურვილი მხოლოდ 25%-ს გააჩნდა.

ცოტა ადრე PC Mag-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელშიც iOS-ზე გადამსვლელთა ნახევარი გადასვლის მიზეზად „უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას“ ასახელებდა.

წყარო: 9to5mac

Comments

comments

Leave a Response