სიახლეები

Apple-ი ახალი iPhone-ების რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს

306views

iPhone-ების განახლების პერიოდამდე სულ ცოტა დრო რჩება და ანალიტიკოსები უკვე დარწმუნებულები არიან, რომ 2018 წელს iPhone-ებზე ისეთი მოთხოვნო დაფიქსირდება, როგორიც iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ზე იყო. ინფორმაციას DigiTimes-ის ჟურნალისტები ავრცელებენ.

უხეშად თუ შევაფასებთ, წლის ბოლოს Apple-ის გეგმა 70-75 მილიონი ცალი iPhone-ია. წინა წლის შეფერხებებიდან გამომდინარე Apple-ი წელს განსაკუთრებულად ემზადება მიწოდების ხარისხის დონის გაზრდისთვის. ამაში მას კომპანია TSMC და Foxconn-ი ეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის ერთ-ერთი ახალი მოდელი დაბალ ბიუჯეტური იქნება, მისი ფასი 699 დოლარს არ უნდა აღემატოს.

ღონისძიების სავარაუდო თარიღი 12 სექტემბერია, საქართველოში Apple-ის ღონისძიებას ტრადიციულად ორგანიზაცია გემუგი უმასპინძლებს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი