სიახლეები

Apple-ი iCloud-ისა და Apple ID-ის გაუმჯობესებას გეგმავს

938views

მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ვიღებთ iOS-ისა და MacOS-ის განახლებებს, Apple-ს დიდი ხანია მკვეთრად არ გაუახლებია iCloud-ის მომსახურება.

როგორც ჩანს, მალე ყველაფერი შეიცვლება, Jobs.apple.com-ზე კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია დიზაინერის თანამდებობაზე, რომელმაც iCloud-ზე უნდა იმუშაოს.

Apple-ის მომავალი თანამშრომლის მოვალეობა iCloud-ისა და Apple ID-ის ინტერფეისის განვითარება იქნება. მთავარი პირობა — მოსახერხებელი და კომპაქტური ინტერფეისის შექმნაა.

მოთხოვნები ასეთია: 5 წლიანი გამოცდილება, iOS-სა და MacOS-ი და ოფისის პაკეტის: Keynote, Photoshop და სხვა დიზაინერული ინსტრუმენტების სიღრმისეული ცოდნა.

განცხადებაში ხელფასზე არაფერი წერია. [Apple]

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი