სიახლეები

Apple-მა iTunes პოდკასტში პოლიტიკური ცენზურა გაააქტიურა

412views

Apple ყოველთვის აპოლიტიკური კომპანიების კატეგორიაში იყო. ჩვენი საყვარელი კომპანიის მენეჯმენტი ყოველთვის ცდილობს დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მაგრამ რამდენი დღის წინ, გადაწყვიტეს წესრიგი აღედგინა iTunes Store-ში.

დაგეგმილი გასუფთავებით დაზარალდა რამდენიმე გასართობი შოუ, რომლებიც პოლიტიკური ხასიათისაა. აშშ-ს ხელისუფლების კრიტიკა ახლა აღარ იქნება მისაღები, რადგან ცნობილი ამერიკელი წამყვანის, მწერალისა და მსახიობის ალექს ჯონსის შოუ iTunes Store-ში აღარ იქნება.

ალექს ჯონსის შოუ ცნობილი იყო თავისი ორაზროვანი პოზიციით ყველა სახის პოლიტიკურ შეთქმულებებზე და მთავრობის საიდუმლოებების მიმართ.

კომპანიის წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კომპანიის პოლიტიკა სიძულვილის გამოხატვას არ ითვალისწინებს და მთელი მისი მუშაობა მიზნად ისახავს მომხმარებლების უსაფრთხოების და კარგი გარემოს შექმნას.

რატომ ამოიღო Apple-მა პოდკასტი?

თუ თქვენი აზრი განსხვავდება, მაშინ თქვენი ადგილი არ არის iTunes Store-ში.

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი