სიახლეები

Apple-ი თავისი რეკორდების დამხობას აგრძელებს: 53.3 მილიარდი, 41.3 მილიონი გაყიდული iPhone

630views

გუშინ ღამით Apple-მა მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალი 53.3 მილიარდს შეადგენს, რაც 17 პროცენტით მეტია წინა წლის ამ მაჩვენებელთან შედარებით.

კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა 40%-ით, მიაღწია რა მოგების ნიშნულს $2.34 თითო აქციაზე.

Apple-ის შედეგები 3 თვის განმავლობაში:

  • 41,3 მილიონი iPhone-ი
  • 11,553 მილიონი iPad-ი
  • 3,72 მილიონი Mac-ი
  • iPhone X გახდა ყველაზე პოპულარული სმარტფონი
  • iPhone X-ით კმაყოფილია მომხმარებლების 98%
  • App Store-ში ხელმისაწვდომია დაახლოებით 30 000 აპლიკაცია
  • Apple Music-ის შემოსავლები 50%-ით გაიზარდა
  • Siri-ს 1 მილიარდით მეტი ადამიანი მიმართავს და ატარებს Apple Pay-ს ოპერაციას
  • Apple TV-ის გაყიდვები გაიზარდა, წელს 50 მილიონი მოწყობილობის გაყიდვაა მოსალოდნელი

ტიმ კუკმა ეს მესამე კვარტალი ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა, Apple-მა მომსახურების მოგებაზე მიაღწია ახალ რეკორდს, 9.5 მილიარდიანი ნიშანი.

ჩვენი საყვარელი კომპანია აგრძელებს თავისი რეკორდების მოხსნას, რაც ძალიან გვახარებს 🙂

შედეგების ნახვა Apple-ის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ: Apple

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი