სიახლეები

2018 წლის ბიუჯეტური iPhone-ი, iPhone X-ზე უკეთესი იქნება

1.53Kviews

იაპონური ავტორიტეტული წყაროს Mac Okatara-ს თანახმად, 2018 წლის ხელმისაწვდომ iPhone-ს ექნება ინოვაციური LCD ეკრანი Full Active-ი — რომელიც დაახლოებით 0.5მმ-ანია. ამ მაჩვენებლით ის აჯობებს ამჟამინდელ ფლაგმანს — iPhone X-ს, რომლის სისქეც 1მმ-ა.

LCD ეკრანის შემთხვევაში, განათების თავისებურებების გამო, მინიმალური ჩარჩოების გაკეთება ტექნოლოგიურად ძალიან რთულია. ასევე, LCD ეკრანი არ შეიძლება იყოს მოხრილი, როგორც ეს iPhone X-ში, OLED ეკრანში ხდება.

წყაროს მიხედვით, LCD ეკრანებს კომპანია Japan 🇯🇵 Display დაამზადებს. ახალმა სენსორმა ეასეთი სახელი მიიღო „Japan Pixel Eyes”. ეკრანების ფართომაშტაბიანი წარმოება ამ წლის ივლისში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მწარმოებელმა არაეფექტურად მომუშავე ეკრანების გამო ზარალი განიცადა. აქედან გამომდინარე, ეკრანების დამზადება განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული. ეს არის ის ფაქტორი, რომლის გამოც ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი iPhone ოქტომბირს ან ნოემბრის თვემდე არ გამოვა.

შეგახსენებთ რომ ერთი-ერთი ვერსიით წელს 3 ახალი iPhone უნდა ვიხილოთ:

iPhone X — 800-900$

iPhone X Plus — 900-1000$

iPhone LCD ეკრანით — 600-700$

ასევე ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტური მოდელი გახდება ყველაზე პოპულარული ხაზი ამ მოდელებს შორის.

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი