სიახლეები

2019 წლის iPhone — პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით!

1.21Kviews

2019 წელს გამოსული iPhone შესაძლოა მსოფლიოში პირველი სმარტფონი გახდეს რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება — იუწყება DigTimes-ი. ჩინური მწარმოებელი MediaTek-ი თითქმის მზად არის, რომ 5G მხარდაჭერის მოდემემების გამოყენება კომერციული თვალსაზრისით დაიწყოს. მათ მოამზადეს მოდემი, რომელსაც შეუძლია iPhone-ის 5G მხარდაჭერა უზრუნველყოს.

5G ინტერნეტი

კომპანია MediaTek-მა 5G მოდემები იმაზე ადრე გამოუშვა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო — ავრცელებს DigTimes. ასეთი ტემპებით მუშაობა შეიძლება გულისხმობდეს, რომ ისინი აპირებენ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას და Apple-სგან ფართომაშტაბიანი დავალებების მიღებას. დადასტურებული ინფორმაციით — MediaTek-ი 2019 წლის დასაწყისში მასიურ წარმოებას დაიწყებს.

MediaTek Helio

მოდემი Helio M70-ს გარდა იმისა რომ შეუძლია iPhone-ის ინტერნეტის სიჩქარე 5G-მდე გაზარდოს, ის მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგიის მოხმარებას, მიუხედავად იმისა, რომ 5G ინტერნეტის სიჩქარე ბევრად მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ეს 4G-ს შემთხვევაშია.

Apple და MediaTek

როგორც წყაროები იტყობინებიან, ჩვენი საყვარელი კომპანია MediaTek-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტესტირების მიზნით, Apple-მა ჩინურ მწარმოებელს პატარა დავალება მისცა, დოკუმენტის მიხედვით MediaTek-ი Apple-ს HomePod-ისთვის WiFi მოდულს დაუმზადებს, რის შემდეგაც Apple-ი მათ მუშაობას შეაფასებს.

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

Comments

comments

1 Comment

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი