სიახლეები

Apple-ს დაბალ ბიუჯეტური iPhone-ის იმედი აქვს

1.87Kviews

Apple-მა გადაწყვიტა iPhone-ების წარმოების გეგმას კარგად გადახედოს. დღეისთვის არსებული ინფორმაციით, LCD ეკრანის მქონე iPhone-ები ორჯერ უფრო იყიდება ვიდრე OLED ეკრანზე მომუშავე სმარტფონი. ინფორმაციას Wall Street Journal-ის ანალიტიკოსები ავრცელებენ.

თავდაპირველად Apple-მა LCD და OLED ეკრანებზე მომუშავე iPhone-ები თანაბრად აწარმოა, ახლა კი კომპანიის ქარხნებმა მიიღეს ახალი ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც საგრძნობლად გაიზარდა LCD მონიტორიანი iPhone-ების წარმოების მოცულობა.

WSJ ამტკიცებს, რომ მიუხედავად iPhone X-ის საოცარი გაყიდვებისა, Apple მისგან კიდევ უფრო მეტს მოელოდა. ეს ჯერ კიდევ არ არის ის მაჩვენებელი, რომელსაც Apple-ი ელოდა.

ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo მიიჩნევს, რომ 2018 წელს iPhone-ების ფასები ასე გადანაწილდება:

  • iPhone X Plus 900-1000 დოლარი
  • iPhone X 800-900 დოლარი
  • iPhone with LCD 600-700 დოლარი

მისი აზრით დაბალ ბიუჯეტური iPhone ყველაზე პოპულარული გახდება.

სამივე სმარტფონი სექტემბერში გამოვა, iPhone X-ს იგივე დიზაინი ექნება, იაფიან მოდელს კი ორის ნაცვლად ერთი კამერა ექნება. სხვა მეტალის ჩარჩო და იაფიანი ეკრანი.

Comments

comments

3 Comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი