სიახლეები

ახალმა iPhone-მა შესაძლოა გვერდითი ღილაკები დაკარგოს

1.61Kviews

Apple-მა შესაძლოა ახალ iPhone-ს გვერდითა ღილაკები მოაშოროს. როგორც კომპანიის ახალი პატენტი აღწერს, ახალ iPhone-ს შეუძლია ეს ყველაფერი მგრძნობიარე სენსორებით ჩაანაცვლოს, აქედან გამომდინარე ყველა ღილაკის ფუნქციის ათვისება სენსორებს შეეძლებათ.

Apple არ იქნება პირველი თუ ამ ტექნოლოგიას წარადგენს, მაგალითად: HTC U11-ს და Google Pixel 2-ის მფლობელებს უკვე აქვთ ამის შესაძლებლობა. ორივე სმარტფონს აქვს მგრძნობიარე კიდეები, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს შეასრულოს სხვადასხვა ქმედებები.

ტიმ კუკი თავის მიდგომას არ ღალატობს:

ჩვენი მიზანი არ არის რომ პირველები ვიყოთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ საუკეთესოები” — ტიმ კუკი.

რაც შეეხება Apple-ის პატენტს, დოკუმენტის თანახმად, ახალ iPhone-ზე ჟესტებითა და ხმის საშუალებით შევძლევთ იგივე ფუნქციების შესრულებას. ჩვენ არ ვიცით ეს ტექნოლოგია ნამდვილად მომდევნო iPhone-ში იქნება თუ 2-3 წლის შემდეგ წარმოგვიდგენს კომპანია.

შეგახსენებთ რომ Apple-მა 2016 წელს უარი თქვა ყურსასმენების ჯეკზე, რითაც მომხმარებლებში საკმაო უკმაყოფილება გამოიწვია. თუ კომპანია გადაწყვეტს ღილაკების გაქრობას, მაშინ ეს ამბავი კიდევ ერთხელ მოხდება. თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ Apple-მა ამ ტექნოლოგიის დამკვიდრებაც შეძლო და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი