სიახლეები

Apple-მა დეველოპერებს თქვენი კონტაქტების მოპარვა და გაყიდვა აუკრძალა

777views

როგორც იცით, გასულ კვირას Apple-მა გარკვეული ცვლილებები შეიტანა App Store-ში.

ამ ცვლილებების მიხედვით — აპლიკაციას უფლება არ ექნება მოახდინოს მომხმარებლის იდენტიფიცირება. Apple-მა  დეველოპერებს აუკრძალა მომხმარებლების თანხმობის გარეშე ამ მონაცემების შეგროვება და გაყიდვა.

მომხმარებლის კონტაქტების წიგნაკი შესაძლოა შეიცავდეს: სახელებს, სამუშაო და სახლის მისამართებს, ტელეფონის ნომრესბს, დაბადების თარიღებს და სხვადასხვა ფოტოსურათს.

ამიერიდან მომხმარებელმა თავად უნდა დაადასტუროს ნებისმიერი ინფორმაციის გაცემის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი წვდომის მიღებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს დაეკითხონ.

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი