სიახლეები

6.1 დუიმიან iPhone-ში LG-ის ეკრანებს გამოიყენებენ

931views

გეგონათ, iPhone თხევადკრისტალური ეკრანით ისეთივე იქნებოდა, როგორც ადრე? ვერ მოგართვით!

მომავალი მოდელის ეკრანი MLCD + ტექნოლოგიის გამოყენებით იქნება შექმნილი. მისი ავტორია კომპანია LG და ზუსტად ასეთი ეკრანი გამოიყენება LG G7 ThinQ მოდელში.

ჩვეულებრივი თხევადკრისტალური ეკრანი შეიცავს სამ პიქსელს: წითელს, მწვანეს და ლურჯს. მათი საშალებით მიიღება ნებისმიერი სხვა ფერი. MLCD + ამატებს მეოთხე პიქსელსაც, თეთრს. ის გამოიყენება პიქსელის სიკაშკაშის მოსამატებლად, რითაც უზრუნველყოფს ეკრანის სიკაშკაშის მაღალ დონეს.

ამის გარდა, ეს ტექნოლოგია მხარს უჭერს DCI-P3 ფერთა დიაპაზონს, რომელიც OLED-მატრიცებშია. ასეთი ეკრანი ენერგიას 30%-ით ნაკლებს მოიხმარს, ვიდრე IPS ეკრანი.

ტექნოლოგიურმა გამოცემებმა არაერთხელ აღნიშნეს LG-ის ახალი ეკრანების განსხვავებულობა. იმედია ეფლის გამოიყენებს ამ ეკრანს და უბრალოდ ჭორის დონეზე არ დარჩება ეს ინფორმაცია.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response