სიახლეები

Google-მა iPhone X-ის ჟესტები დააკოპირა

1.6Kviews

Google I / O ღონისძიებაზე, რომელიც კალიფორნიაში გაიმართა, კომპანიამ დეტალურა ისაუბრა მობილური ოპერაციული სისტემის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, ახალ Android P-ს აქვს ახალი ინტერფეისი — ინტერფეისი რომელსაც ახალი ჟესტები აქვს — ჟესტები, რომლებიც ამჟამად iPhone X-ს აქვს.

მაგალითად: თუ გინდათ, რომ თქვენს ეკრანზე სხვადასხვა ფუნქციები შეასრულოთ, თითი ქვევიდან ზევით უნდა აუსვათ, რომ ეკრანზე შესაბამისი ხატულები და ჩაკეცილი აპლიკაციები გამოჩნდეს.

თუმცა, ეს ჟესტები Android-ისთვის უცხო არ არის. მსგავსი მეთოდი უკვე MIUI 9-ში იყო განხორციელებული. რაც შეეხება Xiaomi-ს, მათ თითქმის მთლიანად დააკოპირეს iPhone X.

ამას გარდა, როგორც უკვე ადრე ცნობილი იყო Android-მა მიიღო iPhone X-ის სტილში “digging”-ის მხარდაჭერა ეკრანისთვის. ამრიგად, Android-ის მწარმოებლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ოპტიმიზაციის საჭიროება აღარ არსებობს.

Comments

comments

1 Comment

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი