სიახლეები

iPhone X მეორე კვარტალშიც ყველაზე პოპულარულად დაასახელეს

1.15Kviews

ანალიტიკურმა კომპანიამ Strategy Analytics-მა, გამოაქვეყნა კვლევების შედეგები, სადაც ნაჩვენებია ყველაზე პოპულარული სმარტფონების სია, ეს მეორე კვარტლის შედეგებია.

ინვესტორების შიშის მიუხედავად, iPhone X-მა საპატიო პირველი ადგილი დაიკავა. პირველი სამი თვის განმავლობაში ამერიკული სმარტფონი, 16 მილიონი ცალი გაიყიდა, რაც გასული წლის წარმატებას იმეორებს.

სიაში პირველი ექვსი ბესტსელერი ასეთია:

როგორც ყოველთვის, iPhone-ს კრიტიკოსებიც ჰყავდა, რომლებმაც ბევრჯერ იწინასწარმეტყველეს მისი წარუმატებლობა. მიუხედავად ამისა, iPhone X-მა რეიტინგში პირველი ადგილი დამაჯერებლად აიღო.

კვირის დასაწყისში, Apple-მა გამოაქვეყნა ანგარიშები, სადაც ნათქვამია, რომ Apple-მა 52.2 მილიონი ცალი iPhone გაყიდა. ეს არის განსაცვიფრებელი შედეგი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წელს iPhone-ის საშუალო ფასი — 728 დოლარია.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი