სიახლეები

Apple-ის კვარტალური შედეგები, Q2 2018

836views

დიახ, დღეს ზუსტად ის დღეა, როდესაც ეფლის მორიგი ფინანსური კვარტალის შესახებ ვისაუბრებთ. ზედმეტი შესავალის გარეშე გადავიდეთ ციფრების ანალიზზე.

მაშ ასე, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემები შემდეგია:

  • კომპანიის შემოსავალმა $61.1 მლრდ. შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა 16% ზრდა;
  • მოგება $13.8 მლრდ.

ეს თანხობრივი მონაცმებეი, ახლა ვნახოთ რაოდენობრივი. გასულ კვარტალში გაიყიდა:

  • iPhone — 52.2 მლნ. ცალი (ზრდა 3%);
  • iPad — 9.1 მლნ. ცალი (ზრდა 2%);
  • Mac — 4.1 მლნ. ცალი კლება 3%.

შემდეგ კვარტალში ეფლი ელოდება შემოსავალს $51.1 მლრდ.-დან $53.5 მლრდ.-მდე. შედარებისათვის, ერთი წლის წინ შემოსავალმა ამ კვარტალში $45.4 მლრდ. შეადგინა. ასე რომ როგორც ხვდებით, „კომპანიას ინოვაციები გაუთავდა და ის განწირულია“. ეს ზოგიერთი „ანალიტიკოსის“ მოსაზრებით.

iPhone

რაოდენობრივად iPhone-მა 3%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო თანხობრივად — 14%. რაც ნიშნავს, რომ კვლავაც კარგად იყიდება ძვირადღირებული iPhone X. ბოლო რამდენიმე თვეა ინტერნეტი სავსე იყო ჭორებით, რომ ეფლს პრობლემები ჰქონდა ამ მოდელის გაყიდვაში და მან შეამცირა კიდევაც წაროება. როგორც ჩანს, ჭორები გადაჭარბებულია.

iPad

iPad-ების გაყიდვა რაოდენობრივად 2% გაიზარდა, თანხობროვად — 6%-ით. რაც ნიშნავს რომ უფრო ძვირადღირებული iPad Pro-ს გაყიდვები კარგად მიდის. საინტერესო იქნება შემდეგი კვარტლის მონაცემების ნახვა, როდესაც დაფიქსრიდება წელს გამოსული iPad 9.7 2018 მოდელის გაყიდვები. რეალურად, დრესიტვის ბაზარზე iPad ერთადერთი, უალტერნატივო მოდელია.

Mac

მაკებზე ბევრი არაფერია სათქმელი, კლებამ 3% შეადგინა რაოდენობრივად, თანხაში ამონაგები იგივე დონეზე დარჩა. აშკარად, iMac Pro-მ, თავისი მარალი ფასით უზრუნველყო ამონაგების ვარდნა ამ თვეში, მაგრამ ეს საკმაოდ ნიშნური პროდუქტია და დიდი მოლოდინები მასზე არ უნდა გვქონდეს. დანარჩენი მაკები უკვე კარგა ხანია ელოდებიან განახლებას, ხალხიც მოლოდინშია და არაა გასაკვირი, რომ გაყიდვების ვარდნა ფიქსირდება.

სხვა პროდუქტები

ამ ჯგუფში შედის ეფლის ყველა დანარჩენი პროდუქტი: Apple Watch, Apple TV, AirPods, HomePod, Beats-ის ყურსაცვამები და ყველაზე მნიშვნელოვანი — გადამყვანები! ამ ჯგუფს კვარტალში კარგი ზრდა ჰქონდა 38% (თითქმის $4 მლრდ.). ჯგუფის ლიდერი უდავოდ Apple Watch არის, 50% მატება სახუმარო საქმე არაა!

სერვისები

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ასევე მაღალი ზრდის მაჩვენებლები აჩვენა, სერვისებია — 31%, თანხობრივად $9.1 მლრდ. Apple გეგმავს, რომ 2020 წელს ამ ჯგუფის ამონაგები წლიურად $50 მლრდ.-ს მიაღწევს. სერვისებში შედის Apple Music, iCloud. ეფლს ამ ეტაპზე 270 მლნ. მომხმარებელი ყავს, აქედან 100 მილიონი წელს დაემატა.

 

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response