სიახლეები

Apple-მა შესაძლოა 2 SIM-იანი ტელეფონი წარმოადგინოს

571views

KGI Securities-ის ანალიტიკოსის, მინ ჩი კუოს მონაცემებით, წელს ეფლმა შესაძლოა ორი ახალი მოდელი წარმოადგინოს, 6.1 დუიმი ეკრანით. მთავარი სხვაობა იქნება ერთი, ან ორი სიმ ბარათის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ ჯერ არასდროს iPhone არ ყოფილა ორი სიმ ბარათის მხარდაჭერით.

კუო დარწმუნებულია, რომ ორ სიმიანი მოდელი $650-$750 ფარგლებში იქნება. ერთ სიმიანი მოდელი $550-$650 ეღირება.

ორივე მოდელი აღჭურვილი იქნება IPS ეკრანებით და გაცილებით უფრო იაფი იქნება, ვიდრე OLED მოდელები. შესაბამისად, შემოდგომაზე შესაძლოა ვიხილოთ ერთბაშად სამი მოდელი: განახლებული 5.8 დუიმიანი iPhone X, ახალი, 6.5 დუიმიანი iPhone X Plus და ბიუჯეტური 6.1 დუიმიანი IPS ეკრანით.

ანალიტიკოსმა დაამატა, რომ სწორედ ორ სიმიანი აიფონი გახდება ამ წლის ყველაზე პოპულარული მოდელი. ის აიფონების გაყიდვების 65-დან 75 პროცენტამდე დაიკავებს.

წყარო: MR

Comments

comments

Leave a Response