ხრიკები

Mac-ის ჩართვა და გამორთვა განრიგით

2.84Kviews

ყველა მომხმარებელმა არ იცის, რომ macOS-ში არის ერთი სასარგებლო ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მართოთ თქვენი კომპიუტერის მუშაობის განრიგი. მოდი ვნახოთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

შევიდეთ System Preferences-ში:

ავირჩიოთ მენიუს პუნქტი „Energy Saver“, შემდეგ ეკრანის ქვედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკზე „Schedule…“:

აქ შეგვიძლია შევარჩიოთ კომპიუტერის მართვის რეჟიმი. პირველი ოფცია საშუალებას გაძლევთ გამოიყვანოთ კომპიუტერი ძილის რეჟიმიდან, ხოლო მეორე ოფცია პირიქით, კომპიუტერს გადაიყვანს ან ძილის რეჟიმში, ან გადატვირთავს კომპიუტერს, ანდა სულაც გამორთავს. თქვენი სურვილით აირჩევთ საჭირო ვარიანტს:

მორგება დასრულებულია. ახლა შეგიძლიათ განრიგით ჩართოთ, გამორთოთ, გადატვირთოთ, ან დააძინოთ კომპიუტერი.

Comments

comments

Leave a Response