სიახლეები

მალე Siri-ს მასიურ განახლებას ვიხილავთ

767views

Apple-მა გადაწყვიტა Siri-ზე მომუშავე სპეციალისტთა გუნდი გააფართოვოს — ეს ინფორმაცია Thinknum-ის ვაკანსიების მასალებიდან შევტყეთ. აპრილის ბოლოს ვაკანსიების რაოდენობა 161-ს შეადგენს, რაც გარკვეულწილად Home Pod-თან, ხმოვან ასისტენტთანაც არის დაკავშირებული. ეს ციფრი გასულ თვეებთან შედარებით ოთხჯერ უფრო მეტია.

ზემოთ მოყვანილი გრაფა გვიჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ვაკანსიების რაოდენობა. ასე რომ, Apple-ს ერთი წლის წინ 81 განცხადება ჰქონდა გაკეთებული. იმ დროისთვის კომპანიის თანამშრომლები მუშაობდნენ ხმოვანი ასისტენტის ხმის უნარებზე და ცდილობდნენ ის კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყო ადამიანთან. იმის გათვალისწინებით, რომ ღია ვაკანსიების 90% პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს ეხება — შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Siri-სგან მომხმარებლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინსვლა იქნება.

Apple-მა არაერთხელ გააკრიტიკა თანაშემწეების ინტელექტი. უარყოფითი შეფასებების მიზეზი, HomePod-ის გამოსვლა იყო, რადგან Siri HomePod-თან მიმართებაში ისეთი პროდუქტიული არ არის, როგორიც კომპანიას სურს. არის ამოცანები რომლების შესრულებაც არ შეუძლია.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი