სიახლეები

მივიღეთ განახლება iOS 11.3 — ყველა სიახლე

2.16Kviews

WatchOS 4.3-ის გამოსვლის შემდეგ რამოდენიმე წუთში კუპერტინოდან ახალი iOS-ის სიგნალი მივიღეთ. ამჯერად ის უკვე ყველასთვის არის განკუთვნილი — როგორც დეველოპერებისთვის, ასევე სხვა მომხმარებლებისათვის.

როგორც იცით, iOS 11.3 ახალ 2018 წლის iPad-ს გამოსვლის თანავე ჰქონდა.

iOS 11.3

  •  ARkit 1.5-ის მხარდაჭერა — უფრო გამძაფრებული ვირტუალური რეალობა, iPhone 6-დან ზევით მოდელებზე.
  • ასევე გაუმჯობესებულია აკუმულატორის ენერგოეფექტურობა შედარებით ახალ მოდელებზე.
  • დამატებულია Animoji iPhone X-ზე. განახლება ასევე მოიცავს სტაბილურობის გაუმჯობესებას და ხარვეზების გამოსწორებას.
  • როგორც Apple დაგვპირდა: დამატებულია აკუმულატორის გაუარესების დონის მონიტორინგის ფუნქცია. ეს საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ თქვენი მოწყობილობის ენერგო მოხმარების მდგომარეობას.
  • Apple Music-ს დაემატა ვიდეო კლიპების სექცია.
  • განახლდა Apple News-ის აპლიკაციაც, ახლა უკვე შეგიძლიათ უახლესი ამბები ვიდეობის სახით იხილოთ.
  • ახალი აპლიკაცია სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი ჯამრთელობასთან დაკავშირებული ჩანაწერებიდა შედეგების ხილვა. აპლიკაციის მხარდაჭერა 40-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას აქვს.
  • გაუმჯობესებულია მომხმარებლების მონაცემების კონფიდენციალურობა. ამიერიდან, როდესაც მოწყობილობის რომელიმე სერვისი პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მოითხოვს, ეკრანზე ახალი ხატულა გამოჩნდება, სადაც დეტალური განმარტება იქნება მოთხოვნის აუცილებლობის შესახებ.

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი