სიახლეები

2018 წლის iPad-ის შესახებ — GeMUG

894views

უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი iPad-ის ფასიდან გამომდინარე, მომხმარებლები მისგან რაიმე სასწაულების მოხდენას არ ველოდებით. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ეს დაბალ ბიუჯეტიანი iPad-ი შეიძინოთ, უნდა იცოდეთ, რომ მან Geekbench-ის ტესტში 2016 წელს წარმოებული iPhone 7-საც ვერ აჯობა.

პირველი რიგში გეტყვით, რომ ახალი iPad-ი და iPhone 7 ორივე აღჭურვილია A10 fusion ჩიპითა და 2GB-ანი რამით. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ მათ ტესტებში ვადარებთ:

  • iPhone 7 — 3254 და 5857;
  • 2018  წლის iPad-ი — 3295 და 5387;

როგორც ხედავთ ამ კონკრეტული ტესტის მიხედვით, iPad-ი iPhone 7-ზე უკანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ასევე უკან იქნება iPhone 7 Plus-ზეც, რომელიც 3GB რამით არის აღჭურვილი.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო წლებში iPad-ი კარგ სამუშაო მოწყობილობად ჩამოყალიბდა, დაიწყო Mac-ზე მომუშავე აპლიკაციების მხარდაჭერა და დაემატა უამრავი დეტალი რაც კომპიუტერის სუმულატორს ქმნის. ამის შესახებ Apple-მა ბევრი ვიდეო რგოლიც გადაიღო.

ამას გარდა უნდა იცოდეთ, რომ ახალ iPad-ს წინა მაღალ ბიუჯეტურ iPad-თან შედარებით, აქვს ახალი ფუნქცია Retina Flash-ის სახით, რომელიც მკვეთრად ზრდის ეკრანის სიკაშკაშეს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი