სიახლეები

Samsung-ი Apple-ისგან კოპირების ახალ ეტაპზე გადადის

1.96Kviews

თუ მოკლედ ავხსნით Apple-ის საბაზრო სტრატეგიას, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ეს კომპონენტები: ისინი წარმატებას ხარისხით ზომავენ და არა გაყიდვების რაოდენობით. მათი ამბიცია კი ის არის, რომ იყვნენ საუკეთესოები და არა პირველები. კომპანია პირველ ადგილზე ხარისხს აყენებს და არა პირველობას. Apple-ს ეს ყველაფერი სმარტფონის მყიდველების სეგმენტში კონკურენტებისგან გამოარჩევდა. მაგრამ ეს შეიძლება მალე შეიცვალოს.

Samsung Electronics-ის ბოლო პრესკომფერენციაზე მობილური განყოფილების ხელმძღვანელმა Co. Dong-Jin-მა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეული კომპანიამ გადაწყვიტა შეცვალოს თავისი საბაზრო სტრატეგია. მათ გადაწყვიტეს, რომ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას შეეშვან და ყურადღება უფრო უკვე შექმნილ ინსტრუმენტების პრაქტიკულობაზე იმუშაონ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Samsung-ი აქამდე თუ Apple-ისგან მოწყობილობების დიზაინსა და ფუნქციებს აკოპირებდა, ახლა მათ მთელი საბაზრო ფილოსოფია ექნებათ ნასესხბი. როგორ ფიქრობთ, ეს დაეხმარებათ კორეელებს გამოასწორონ თავიანთი საბაზრო სიტუაცია?

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი