სიახლეები

რას უნდა ველოდოთ Apple-ის WWDC 2018-ის ღონისძიებაზე?

614views

Apple-ის ივნისის ღონისძიება WWDC 2018 დეველოპერებისთვისაა განკუთვნილი. როგორც იაპონური Mac Otakara იტყობინება, ივენთზე წარმოდგენილი იქნება სულ ცოტა სამი ახალი მოწყობილობა, რომლებიც უკვე არსებული მოწყობილობის შთამომავლები არიან.

MacBook Air

MacBook-ის ახალი მოდელის წარმოდგენა WWDC 2018-ზე მოხდება. ახალი Air-ი სავარაუდოდ ძველი მოდელის დიზაინს გაიმეორებს, მაგრამ მისი ფასი შემცირდება. წინასწარი ინფორმაციით Macbook Air-ის ფასი 799/899 დოლარი იქნება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მომხმარებლებს გაუქრათ იმის იმედები, რომ მას Retina-ს მხარდაჭერა ექნება.

iPad Pro-ს Face ID

Mac Otakara-ს ინფრომაციით ახალი iPod Pro Face ID-ის გარეშე ვერ დარჩება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ Apple-ის ახალ iPad-ში სახის ამოცნობის ტექნოლოგია იქნება. ასეთი დარწმუნების ერთ-ერთი მიზეზი Bloomberg-ია, რომელიც ცნობილია თავისი საიმედო წყაროებიდან გამომდინარე. მეორე კი Guilherme Rambo — რომელმაც ამასთან დაკავშირებით თავისი Twitter-ის გვერდზე უკვე დაწერა.

HomePod Lite

როგორც ჩანს Apple ჭკვიანი დინამიკის პერსპექტივებითა და პოპულარობის მოპოვებით ძალიან გახარებულია. Mac Otakara-ს თანახმად Apple HomePod-ის უფრო ხელმისაწვდომ ვერსიას გამოუშვებს, რომელიც დაახლოებით 150 დოლარი ეღირება. იგი უფრო კომპაქტური გახდება, დაახლოებით ისეთივე როგორიც Google Home Mini-ა.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი