სიახლეები

Apple ახალ უკონტაქტო სისტემაზე მუშაობს

770views

2007 წელს, როდესაც ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პირველი iPhone გამოუშვა, ამასთანავე მოგვცა მარტივი და ელეგანტური საშუალება მოწყობილობაში შესასვლელად — მულტი შეხება მართლაც გარღვევა იყო. მაგრამ არსებობს დღესდღეობით რაიმე ისეთი რაც იგივე წარმატებას გაიმეორებს?

როგორც ახალი პატენტიდან აღწერენ, Apple მუშაობს ახალ საკონტროლო სისტემაზე — უკონტაქტო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამა თუ იმ ქმედების შესრულება მხოლოდ ჰაერში ხელის მოძრაობით იქნება შესაძლებელი.

კამერას ყველა მოძრაობის წაკითხვა შეეძლება და ის აუცილებლად ზუსტად შეასრულებს ფუნქციებს თქვენი ჟესტებიდან გამომდინარე. ასევე, ეს ტექნოლოგია შესაძლებლობას მოგცემთ გაითვალისწინოთ ხელის მიმართულება და მისი სიჩქარე.

ჩვენი ვარაუდით, ამ ფუნქციების შეძენის პოტენციალი iPhone X-ის TrueDepth კამერას აქვს, რომელიც Apple-ის ბოლო ღონისძიებაზე ერთად ვიხილეთ ჯეო-ლაბში.

თუმცა ეს ტექნოლოგია ახალი არ არის. პირველად კომპანია Leap Motion-მა დაახლოებით ამ გზით მომუშავე ინსტრუმენტი წარმოგვიდგინა. მაგრამ ის მსხვილ ბაზარზე არ გამოჩენილა.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი