სიახლეები

მალე Apple ID-ის სხვა საიტებზე შესასვლელად გამოიყენებთ

596views

გახსოვთ, როგორ ხდება Apple TV-ში აპლიკაციების ავტორიზაცია? სატელევიზიო კონსოლზე მხოლოდ ერთი Login-ით შეიძლება შესვლა.

ასეთივე სისტემა გაჩნდება უახლოეს დროში iOS-ზე. ამის შესახებ გვამცნო დეველოპერმა გილერმო რემბობ, iOS 11.3 beta 1-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

ამაზე პასუხისმგებელი იქნება კომპონენტი SecureChannel. დეველოპერი ამტკიცებს, რომ სხვადსხვა ვებ-გვერდი მოითხოვს აიფონების მფლობელებისაგან შესვლის პერსონალურ მონაცემებს — სახელს და საფოსტო მისამართს Apple ID-იდან.

თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია.

ამის გარდა, მიკროკოდში ასევე იპოვნეს ოფცია, რომელიც უზრუნველყოფს QR-კოდებით ავტორიზაციას. 9to5mac-ის სპეციალისტებმა ამ ფუქნციის ამუშავება შეძლეს და გვიჩვენეს, თუ როგორ მუშაობს ის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სიახლეები 11.3-ის პირველივე ბეტაში გამოჩნდა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ გაზაფხულზე ამ სიახლეებს აუცილებლად ვიხილავთ.

 

წყარო: Engadget

Comments

comments

Leave a Response