სიახლეები

Apple-ის 2018 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები

434views

დღეს Apple-მა გამოაქვეყნა 2018 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები. კომპანიის ფინანსური კვარტალი არ ემთხვევა კალენდარულს, ის იწყება 1 ოქტომბერს და მთავრდება 31 დეკემბერს. მიმდინარე კვარტლის შედეგები ყველაზე დამაინტრიგებელი გახდა რამოდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში, ყველასთვის საინტერესოა, თუ რამდენი iPhone X გაყიდა კომპანიამ წლის ყველაზე ცხელ კვარტალში (საშობაო და საახალწლო გაყიდვების პერიოდი).

ამის გარდა, კიდევ უფრო საინტერესო იყო იმის გარკვევა, რამდენად შეიცვალა კომპანიის შემოსავალი iPhone X-ის წარუმეტებელი გაყიდვების შესახებ გავრცელებული შჭორების ფონზე.

მაშ ასე, მოდი ვნახოთ შედეგები:

  • iPhone: 77,3 მლნ. ცალი;
  • iPad: 13,17 მლნ. ცალი;
  • Mac: 5,1 მლნ. ცალი;
  • სერვისები: $8,47 მლრდ.;
  • სხვა პროდუქტები: $5,48 მლრდ..

როგორც ვხედავთ, ამ კვარტალში ეფლმა 30 მილიონი ცალი აიფონით მეტი გაყიდა, ვიდრე 2017 წლის მეოთხე კვარტალში. ამასთან მაჩვენებლები ოდნავ ჩამორჩება გასული წლის შედეგებს. შარშან იგივე პერიოდში 78,29 მლნ. iPhone გაიყიდა. Mac-ის და iPad-ის გაყიდვები დაახლოებით იგივე დონეზეა.

ამ ეტაპზე მსოფლიოში აქტიურია Apple-ის 1.3 მილიარდი მოწყობილობა. კომპანიის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და 88.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. სუფთა მოგება 16%-ით გაიზარდა და 3.89 დოლარი შეადგინა 1 აქციაზე.

ასე რომ, ამ კვარტალში ეფლმა მორიგ ფინანსურ რეკორდს მიაღწია.

წყარო: apple.com

Comments

comments

2 Comments

Leave a Response