სიახლეები

Apple-ის iBooks-ის გლობალური რედიზაინი

638views

iOS 11.3-ის ბეტა ვერსიაში, iBooks-ს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასო გაუქრა და ახლა ის მხოლოდ Books დარჩა. მაგრამ როგორც ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, ეს არ არ არის ყველა ცვლილება, რომელიც ელექტრონული წიგნების აპლიკაციას ექნება.

სააგენტო Bloomberg-ის თანამშრომლების განცხადებით, iBooks-ი წელს ფართომაშტაბიან რედიზაინს შემოგვთავაზებს. კერძოდ, განახლდება სპეციალური განყოფილება Audiobooks. ასევე ვარაუდობენ, რომ iBooks-ის აპლიკაცია გახდება App Store-ის დიზაინური ენით დაწერილი აპლიკაცია. იგი დაახლოებით იგივე სტილში იქნება წარმოდგენილი.

საბოლოოდ, ელექტრონული წიგნების მაღაზია იმის ნაცვლად, რომ iBooksstore გამხდარიყო, მიიღო Apple Books Store-ის სახელი. შესაძლოა ტიმ კუკმა ერთხელ iPhone-ის და iPad-ის სახელებშიც შეიტანოს ცვლილება? Apple Phone და Apple Pad? როგორ ფიქრობთ?

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი