სიახლეები

ინტერნეტ სივრცეში iPhone XI გამოჩნდა (ფოტოები)

915views

როგორც იცით, მინ-ჩი-კუო-მ უკვე დიდი ხნის წინ თქვა, რომ მომავალ წელს Apple 3 ახალ სმარტფონს წარმოგვიდგენს. და შესაძლებელია ეს იყოს ყველაზე დიდი განახლება დიზაინის თვალსაზრისით.

iPhone-ის მომხმარებლები ახალი სმარტფონის ეკრანშიც იგივე “ნახევარკუნძულს” ელოდებიან, მაგრამ ამ წყაროების მიხედვით — iPhone XI-ზე შემცირდება ბაზელები და იგი უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

როგორც iDropNews-მა მოგვაწოდა ინფორმაცია — “ნახევარკუნძულის” დაპატარავება მოხდა TrueDepth-ის სკანერის დამონტაჟების გამო, რომელიც პირდაპირ სმარტფონის კამერაში იქნება ჩაშენებული. Insider-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, Apple ამ საკითხზე მუშაობს.

საინტერესოა, რომ iPhone XI შესაძლოა გახდეს პირველი iPhone რომელსაც 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ფაქტი მხოლოდ დიზაინერ-ენთუზიასტების წარმოსახვაში დარჩეს.

რა თქმა უნდა ფოტოებზე მხოლოდ კონცეპტებია, მაგრამ ის ლოგიკურად არის შექმნილი.

წყარო: [9to5mac]

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი