სიახლეები

პროდუქციის აშშ-ში წარმოება 38 მილიარდი დაჯდება

859views

სანამ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა, პირობა დადო, რომ მსხვილ ამერიკულ კორპორაციებს, ქვეყანაში პროდუქციის გადმოტანას აიძულებდა. როგორც ჩანს ტრამპი პირობას ასრულებს.

გუშინ Apple-მა განაცხადა, რომ საგარეო ანგარიშებიდან აშშ-ში 250 მილიარდი დოლარის გადატანა იგეგმება. მაგრამ ამით ამერიკული კომპანიის “გლობალური განახლება” არ დასრულდება.

Apple გეგმავს შექმნას 20 000 სამუშაო ადგილი, ასევე ინვესტიცია 350 მილიარდი დოლარი  ამერიკის ეკონომიკის მომავალი 5 წლის განმავლობაში.

ეს თანხა მოიცავს კომპანიის საოპერაციო საქმიანობას, აღჭურვილობის შეძენასა და პერსონალის დაქირავებას. კომპანია ასევე გეგმავს გრადიოზული ცათამბრჯენის აშენებას, რომელიც კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერისთვის იქნება. Apple-მა მისი დასრულება 2018 წლის ბოლომდე ივარაუდა.

საზღვარგარეთიდან ფინანსური აქტივების აშშ-ში გადმოტანა Apple-ს ძალიან ძვირი დაუჯდება. 250 მილიარდი დოლარის აშშ-ს ანგარიშებში გადმოსატანად, Apple-ს 38 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს, ეს თანხა Apple-ის 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.6 პროცენტს უდრის.

წყარო: Apple

Comments

comments

6 Comments

  1. ელემენტარული არითმეტიკაა. შეადარეთ ერთი სპეციალისტის ხელფასი ამერიკაში და ჩინეთში. თან მოუწევთ კვალიფიციური პერსონალის მოძებნა. ასე ადვილი არაა, როგორც ბევრს ჰგონია.

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი